ლევან ხაბეიშვილი – ვწუხვარ, რომ სახელმწიფოს ასეთი კრიმინალები წარმოადგენენ, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ მყისიერად დადგა შედეგი – ხარაზიშვილის, მილერის და სხვების წინააღმდეგ – სხვა ძალოვნებისთვის ეს უნდა იყოს გაფრთხილება

ვწუხვარ იმის გამო, რომ საქართველოს სახელმწიფოს ასეთი კრიმინალები წარმოადგენენ, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ მყისიერად დადგა შედეგი – ხარაზიშვილის, მილერის და სხვების წინააღმდეგ. მათი მომავალი უკავშირდება პატიმრობას და სხვა ძალოვნებისთვის ეს უნდა იყოს გაფრთხილება, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა -ს მიერ, მათ შორის გდდ-ს ხელმძღვანელის ზვიად ხარაზიშვილისა და მისი მოადგილის დასანქცირებაზე.
ს თქმით, მარტის აქციების დროს მის ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ზვიად ხარაზიშვილი მონაწილეობდა.
„მე ეს პარლამენტში მეორე დღესვე, დილით განცხადების გაკეთების დროს დეტალურად მოვყევი, როგორ დემონსტრაციულად არ ჰქონდა ნიღაბი, როგორ ცდილობდა შიშის გრძნობა დაეთესა და ა.შ. ვწუხვარ იმის გამო, რომ საქართველოს სახელმწიფოს ასეთი კრიმინალები წარმოადგენენ, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ მყისიერად დადგა შედეგი – ხარაზიშვილის, მილერის და სხვების წინააღმდეგ. მათ ესმით, რომ მათი მომავალი უკავშირდება პატიმრობას. აშშ-ის მხრიდან სანქცია მაღალი თანამდებობის პირზე ისტორიას არ ახსოვს, არ არსებულა, არ ყოფილა, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ეს რეალობა დადგა. სხვა ადამიანები, ვგულისხმობ ძალოვნებს, უნდა გაფრთხილდნენ. 26 ოქტომბერი არის ის დღე, როდესაც ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს გამარჯვება უნდა იზეიმონ ქართველ ხალხთან ერთად და არ უნდა მოემზადონ ძალადობრივი მოქმედებებისთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისარი მარტა კოსი – „უკრაინა-დაუყოვნებლივ!“ – ეს იყო ჩემი პასუხი შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა ევროკავშირში – ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის

კესტუტის ბუდრისი პუტინზე – შესაძლოა, ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში, მე ამას არ ვიზამ, შესაძლოა ევროპელი ლიდერებიდან ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან საერთო საკითხის განსახილველად