ლევან ხაბეიშვილი – ვინც მხარს უჭერს და ახალისებს „რუსულ კანონს“, მათ შორის ფინანსურად, პასუხისგება აუცილებლად მოუწევს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ს განცხადებით, ყველა პარლამენტარს უნდა ესმოდეს, რომ თუ დაძლევენ ვეტოს, ამით საქართველოს დემოკრატიას ჩააგდებენ საფრთხეში და ქვეყანას ევროკავშირს დააშორებენ.
როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მათ ინდივიდუალური სანქციები დაუწესდებათ.
„უნდა ესმოდეს ყველა პარლამენტარს, რომ თუ დაძლევენ ვეტოს, ისინი საქართველოს დემოკრატიას აგდებენ საფრთხეში. ისინი ქვეყანას ევროკავშირს აშორებენ. მათ ინდივიდუალური სანქციები მოუწევთ და არა მარტო მათ.
მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ არა მარტო პარლამენტარებს, დან დაწყებული, გაგრძელებული იმ ბიზნესმენებით, რომლებიც მხარს უჭერენ და ახალისებენ „რუსულ კანონს“, მათ შორის ფინანსურად, პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.