– ვინც არჩევნებად წოდებულ წარმოდგენაში, თეატრში მონაწილეობას განიხილავს, დადასტურებულად იქნება ივანიშვილის მსახიობი, რეჟიმის თანამონაწილე – ივანიშვილმა ეს სპექტაკლი ვერ უნდა გამართოს

სანქცირებული კალანდარიშვილის, ივანიშვილის, რუსული პარტიის პირობებში, ვინც წარმოდგენაში, თეატრში, არჩევნებად წოდებულში მონაწილეობას განიხილავს, დადასტურებულად იქნება ივანიშვილის მსახიობი, რეჟიმის თანამონაწილე! – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „როდესაც პოლიტპატიმრები, ახალი ტყვეები, ოპოზიციური პარტიის ლიდერები ციხეში არიან, ამ დროს, სიტყვა „არჩევნების“ გამოყენებაც კი დანაშაულია!“
„სანქცირებული კალანდარიშვილის, ივანიშვილის, რუსული პარტიის პირობებში, ვინც წარმოდგენაში, თეატრში, არჩევნებად წოდებულში მონაწილეობას განიხილავს, დადასტურებულად იქნება ივანიშვილის მსახიობი, რეჟიმის თანამონაწილე! პოლიტპატიმრები ციხეში, პლუს ახალი ტყვეები, ახლა უკვე, ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ამ დროს, სიტყვა „არჩევნების“ გამოყენებაც კი – დანაშაულია! ეგ არის ივანიშვილის წარმოდგენა/სპექტაკლი!
ივანიშვილმა ეს სპექტაკლი, წარმოდგენა ვერ უნდა გამართოს და ამის გარშემო გავერთიანდეთ! საქართველო ივანიშვილის გარეშე! ბიძინა უნდა დაემხოს!“ – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!