ლევან ხაბეიშვილი – ვეუბნები ივანიშვილს, დაელოდოს 4 ოქტომბერს, რა განაჩენს გამოუტანს ხალხი, ოღონდ ქუჩაში და არა მის სპეცოპერაციაში

ვეუბნები ივანიშვილს, დაელოდოს 4 ოქტომბერს, რა განაჩენს გამოუტანს ხალხი, ოღონდ ქუჩაში და არა მის სპეცოპერაციაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოში არ ტარდება, არამედ ეს არის „რუსული სპეცოპერაცია“.
„საქართველოში არ ტარდება, ეს არის რუსული სპეცოპერაცია. შესაბამისად, ერთი რეალობა გვაქვს, რომ მუდმივად ველოდებით, რა განაჩენს გამოიტანს ივანიშვილი ე.წ. სასამართლოში. მე ვეუბნები ივანიშვილს, თავად დაელოდოს 4 ოქტომბერს, რა განაჩენს გამოუტანს ხალხი, ოღონდ ქუჩაში და არა მის სპეცოპერაციაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)