„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისთან ხმაურია.
ადგილზე დაპირისპირება სამართალდამცავებსა და პარტიის ერთ-ერთ ლიდერ, ლევან ხაბეიშვილს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციის წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილი შენობაში არ შეუშვა.
„საბუთი მოიტანე. სად არის საბუთი? რატომ შედიხარ?თქვენ გგონიათ, რომ ძალას აჩვენებთ? საბუთი მოიტანე – რატომ ხართ შეპარული ოფისში, რატომ არბევ ბავშვებს? ჯერ თავ-პირს ალეწავ, მერე აქ მოდიხარ და ბავშვებს არბევ. ბავშვებს სცემ. საბუთი მოიტანე! პოლიციელი კი არა ხარებას „შნირი ხარ!“, – მიმართა ლევან ხაბეიშვილმა სამართალდამცავს.
ცნობისთვის „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში სამართალდამცავები არიან შესული.
