ლევან ხაბეიშვილი ეკონომიკის მინისტრს – როცა გაზრდილ ეკონომიკაზე საუბრობთ მოსახლეობის ეკონომიკას ითვლით, თუ საკუთარი ოჯახის წევრების გაზრდილ შემოსავალზე ესაუბრებით?

როცა გაზრდილ ეკონომიკაზე საუბრობთ მოსახლეობის ეკონომიკას ითვლით, თუ საკუთარი ოჯახის წევრების გაზრდილ შემოსავალზე საუბრობთ?, – ამ კითხვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
ხაბეიშვილის თქმით, როდესაც მინისტრი ეკონომიკურ წარმატებაზე საუბრობს, ჰგონია, რომ საკუთარი ოჯახის წევრის ისტორიას ჰყვება.
„თქვენი განცხადებაა, რომ სოფლად უმუშევრობა 14%-ია. მართლა თვლით, რომ 100 ადამიანიდან 85-90 ადამიანი დასაქმებულია სოფლად, 300-400 ლარს შემოსავალს ეძახით? – არ შემიძლია მარტივი რამ არ გკითხოთ, ხალხს აწუხებს ეს – საბანკო ოლიგარქია რომ შექმენით, 3 მილიარდ ლარამდე ნახეს წმინდა მოგება. საკუთარი კაპიტალის 30-40-პროცენტ მოგებაზე რომ გადიან, ამ ბანკების გარდა, სხვა ბიზნესი კიდე რომელია? სხვათა შორის, მხოლოდ ვალუტის გადახურდავებაში „საქართველოს ბანკმა“ 366 მილიონი ლარი მოიგო , „მ“ 257 – მილიონი ლარი, ანუ ორმა ბანკმა მოსახლეობას სიმწრით ნაშოვნი 600 მილიონი ლარი წაართვა.
როდესაც ეკონომიკურ წარმატებაზე საუბრობთ, მგონია, რომ თქვენი ოჯახის წევრის, თქვენი ძმის ისტორიას ჰყვებით, რომელიც „საქართველოს ბანკში“ აუდიტის სამსახურში მუშაობდა, მინისტრად რომ დაინიშნეთ, ერთ-ერთი დირექტორია „საქართველოს ბანკში“ და მისი ანაზღაურება 5 მილიონი ლარია წელიწადში, ანუ ნახევარ მილიონ ლარამდე ხელფასი აქვს თვიდან-თვემდე. როცა გაზრდილ ეკონომიკაზე საუბრობთ მოსახლეობის ეკონომიკას ითვლით, თუ საკუთარი ოჯახის წევრების გაზრდილ შემოსავალზე ესაუბრებით?“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია