ივანიშვილის რეჟიმი არსად წავა, სანამ რეჟიმის დამხობას ხალხი თავად არ უზრუნველყოფს! – ხალხმა უნდა დაიბრუნოს ძალაუფლება! ახლა როგორც უნდათ, ისე გადათარგმნონ, რას ჰქვია დამხობა და რას ჰქვია ძალას დაუპირისპირო ძალა! როგორც გაიგებენ ადამიანები, ზუსტად იმას ვგულისხმობ, სიტყვა სიტყვით, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმი” „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის, საკუთარი ფულის და კეთილდღეობის გარდა, არაფერი აინტერესებს და ერთადერთი გამოსავალი ივანიშვილის დამხობაა.
„მკაფიოდ გამოჩნდა ივანიშვილის რეჟიმის კონტურები – ისინი არსად წავლენ მანამ, სანამ რეჟიმის დამხობას ხალხი თავად არ უზრუნველყოფს. ჩვენ აღარ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი რამე რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, სახელმწიფოებრივად იაზროვნებენ, რაღაცას ანგარიშს გაუწევენ. ასე არ იქნება. ბიძინა ივანიშვილის საკუთარი ფულის და კეთილდღეობის გარდა, არაფერი აინტერესებს. ერთადერთი, რაზეც ის ჯავრობს და ნერვიულობს, არის ის სანქციები, რომელიც მას აქვს. რეალობა არის შემდეგი – ამ ე.წ. ხელისუფლებას არ აღიარებს არავინ ცივილიზებულ სამყაროში, საზოგადოებრივი აზრი არის მომწიფებულ და ყველამ კარგად გაიგო, როგორ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, ამიტომ ჩემი აზრით, ახლა ერთადერთი გამოსავალია საქართველო ივანიშვილის გარეშე და ივანიშვილის დამხობა. ეს სიტყვათა თანხმობა შეიძლება ვინმეს აშინებდეს, აი, დამხობა რას ნიშნავს…,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.
კითხვაზე, თუ რას გულისხმობს დამხობაში, ხაბეიშვილი ამბობს, რომ რეჟიმის დამხობა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში უნდა გამოიხატოს. მისი თქმით, „ხალხმა ძალაუფლება უნდა დაიბრუნოს“.
ამასთან, ხაბეიშვილი ამბობს, რომ რადიკალიზაციას არა ოპოზიცია, არამედ ივანიშვილი ახდენს.
„რეჟიმის დამხობა უნდა გამოიხატოს შემდეგში: ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას და ის არ უნდა მართავდეს. დღეს რას ვხედავთ?! ივანიშვილს არ უყვარს ნახმარი ნივთები. როგორც ნახმარი ნივთები არ უყვარს, ისე არ უყვარს გამოყენებული, ნახმარი ადამიანები. გამოიყენა ეს ადამიანები, ექსპლუატაცია უბრალოდ გაუგრძელდა ლილუაშვილს. ის ცოტა უფრო დიდხანს იყო ექსპლუატაციაში, ვიდრე მაგალითად, სხვა თანამდებობის პირები. ისევე როგორც გომელაური. 2015-2016 წელს ივანიშვილის სამთავრობო კაბინეტიდან 80%-ს ვერ იპოვით, სახელი და გვარიც არ გაგახსენდებათ. რატომ?! გამოიყენეს, ერთჯერადად იხმარეს და გადააგდეს. ასევე, ლილუაშვილს უშვებს, ოხანაშვილს ნიშნავს. გომელაურს უშვებს, გელას ნიშნავს. ამიტომ დამხობა ნიშნავს იმას, რომ ამას არ უნდა აკეთებდეს ივანიშვილი. ივანიშვილი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ის არ უნდა წყვეტდეს, ვინ სად იყოს და როგორ იყოს. ეს არის რეჟიმის დამხობა, რომ ის ვერ ჩაატარებს არჩევნებს, ვერ დანიშნავს მინისტრებს… პოლიტიკის დაბრუნება ამ ქვეყანაში ნიშნავს რეჟიმის დამხობას, ივანიშვილის პირობებში ვერ დაბრუნდება, არაფერი იქნება.
როგორ მივდივარ დამხობამდე და მთელი საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, რომ პირველი – ე.წ. არჩევნებზე, სპექტაკლზე არ უნდა მივიდეს არავინ. თუ არ მიიღებს მონაწილეობას 800 000 ადამიანზე მეტი, ეს ნიშნავს, რომ მათ კიდევ დამატებითი პრობლემა შეექმნებათ ლეგიტიმაციის. ქუჩის და ჩვენი მოქალაქეების გარდა, ამას ვერ გადაწყვეტს ვერავინ. მუდმივად ყურება იმისა, დასავლეთიდან რა იქნება ახლა… დასავლეთი აკეთებს იმაზე მეტს, ვიდრე შეიძლება, გააკეთოს. დიპლომატიურ ენასაც გასცდნენ და პირდაპირ, მკაფიოდ ამბობენ, რომ ივანიშვილი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუ გვინდა ქვეყანა იყოს წარმატებული. ამიტომ ჩვენც გამოსავალი რა გვაქვს?! როცა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გადის ე.წ. ხელისუფლება, ხალხს შეუძლია, კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნოს ეს ქვეყანა. როგორ?! მათ შორის, აქციები და თუ პირობითად ვსაუბრობთ იმახე, რას ჰქვია დამხობა, მაგალითად, როცა ხარებას მარბიელები და მწამებლები მისდევენ ადამიანს მოსატაცებლად, რომ მერე თავ-პირი დაალეწონ და სასტიკად აწამონ, ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. ხალხმა უნდა დაიბრუნოს ძალაუფლება. ახლა როგორც უნდათ, ისე გადათარგმნონ, რას ჰქვია დამხობა და რას ჰქვია ძალას დაუპირისპირო ძალა. როგორც გაიგებენ ადამიანები, ზუსტად იმას ვგულისხმობ. სიტყვა სიტყვით. სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დაემხობა, მანამდე არაფერი ამ ქვეყანაში არ იქნება,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, „ივანიშვილის ხელში არჩევნები არ იქნება“.
„მე ვიცი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები. მანამდე რა, ივანიშვილი არ ატარებდა არჩევნებს?! კი, ყველა ჯერზე. ყველაფერი ვცადეთ ივანიშვილის პირობებში რომ ყოფილიყო არჩევნებში – 2014-შიც 2016-შიც, 2018-შიც, 2020-შიც, 2021-შიც, 2024-შიც. ყველა რესურსი ამოიწურა. ივანიშვილის პირობებში არჩევნები უბრალოდ არ ჩატარდება. ახლა ჩემი კოლეგა ოპოზიციონერები სხედან სხვადასხვა ეთერში და ამბობენ, რომ ახლა, თურმე, თბილისის წავართმევთ, რაღაცა ზღაპრებს ჰყვებიან. ივანიშვილის ხელში არ იქნება არჩევნები. სანამ ტაბლო ივანიშვილს უჭირავს, მანამდე, რასაც უნდა იმას დაწერს. მე როგორც პოლიტიკოსს მინდა თუ არა არჩევნები?! ცხადია მინდა, მაგრამ მინდა არჩევნები და არა ივანიშვილის სპექტაკლი,“ – აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.
ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ გიორგი გახარიას პარტიის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება, დასტურია იმისა, რომ გახარია ივანიშვილთან გარიგდა. მისი თქმით, გახარია ივანიშვილთან, სავარაუდოდ, თავისუფლების სანაცვლოდ გარიგდა.
ხაბეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ივანიშვილთან არ გარიგდება სხვა რომელიმე პარტიაც, მათ შორის, „ლელო“.
„სანამ გახარიას პარტია იტყოდა, რომ არჩევნებში შევა, რამდენიმე თვის წინ, მე ვთქვი, რომ გახარია გარიგდა ბიძინა ივანიშვილთან კონკრეტული სარგებლის გამო. ამ დრომდე მათი მანდატები გაუქმებული არ არის, ესენი უკვე ამბობენ, რომ ივანიშვილის არჩევნებში შევლენ. ჩემი აზრით, რასაც ვამბობდი, რომ ეს ხალხი გარიგდა ივანიშვილთან, დასტურდება. გარიგებულია. რის სანაცვლოდ?! იმისთვის, რომ თავისუფლად იაროს. თქვენ რა გგონიათ, გახარიას დანაშაულები არ ჩაუდენია, თუ რა?! რა გგონიათ, რომ გახარია ანგელოზია?! გახარია ცემს თვალში ჩვეულებრივი კრიმინალია. ისევე გააყალბა 2018 წლის არჩევნები, როგორც ამათ გააყალბეს 2024 წლის არჩევნები. არაფერი სხვაობა არაა. გახარიას კისერზეა ია კერზაიას მკვლელობა, მრავალი ადამიანისთვის თვალების დათხრა და.შ. ამიტომ, ის, რომ თავისუფლებაზე იყოს, ჩემი აზრით, გარიგებულია ბიძინა ივანიშვილთან. მე არ მინდა დავუშვა, რომ სხვა რომელიმე პარტიაც, მაგალითად, „ლელოც“ გარიგდება ბიძინა ივანიშვილთან. რატომ?! ბიძინა ივანიშვილის „გაპრავება“ და მის მხარეს გადასვლაა, ვინც ახლა ბიძინას სპექტაკლში მიიღებს მონაწილეობას,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.
გარდა ამისა, მან გადაცემაში, სალომე ზურაბიშვილისა და პაატა ბურჭულაძის გარშემო შექმნილ პლატფორმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის მე-5 პრეზიდენტი ვერ იქნება გამაერთიანებელი, რადგან ის პირდაპირ გახლეჩაზე მიდის. თუმცა, ამის პარალელურად, ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ თუკი ხვალ სალომე ზურაბიშვილთან ლაპარაკი საჭირო იქნება, ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება პრობლემა.
ის, ასევე, ამბობს, რომ ოპოზიციურ სპექტრში ერთიანობა საჭიროა და რაც პაატა ბურჭულაძის გარშემო ხდება, მისასალმებელია.
„პრეზიდენტიც რომ აღარ იყო, ჩვენ მის ფორმატებში ვმონაწილეობდით, ოღონდ მანამ, სანამ ეს ქალბატონი არ დადგა და პირდაპირ ეთერში არ თქვა, რომ ერთიანობა არის შემოგდებული თემა და ჩვენ გვჭირდება კოორდინაციაო. მას შემდეგ რაც პასუხი მიიღო, მათ შორის, ჩემგანაც, ცოტა შეცვალა რიტორიკა და აღარ იძახის, რომ ერთიანობა შემოგდებული თემაა. გამოდის და ნარატივი აქვს „ნაც-ქოცობა“. ეს ქალბატონი როგორ უნდა იყოს ვინმეს გამაერთიანებელი, როცა პირდაპირ გახლეჩაზე მოდის?! ანუ, ჩვენს ამომრჩეველს პირდაპირ ეუბნება, რომ თქვენ ახლა უვარგისები ხართ. რუსული ხელისუფლების მიერ არჩეული ადამიანი ჩვენ აქეთ პოლიტიკური მორალს გვიკითხავს?! ჩვენ ჩვენი პირადი ინტერესი ყველა ჯერზე გვერდზე გადაგვიდია, ხალხო. ხვალაც, საჭირო იქნება სალომე ზურაბიშვილთან ლაპარაკი?!! თქვენ გგონიათ პრობლემაა?! არავითარ შემთხვევაში. რამე სასიკეთოს იზამს ამ თქვენთვის?! ჩვენ გვითქვამს, სწორია რასაც აკეთებს, სწორია, რა განცხადებაც გააკეთა, მხარს ვუჭერთ. იმასაც კი ვიძახდით, ფიზიკურად დავიცავთ, თუ პრეზიდენტის სასახლიდან არ გამოვა-თქო. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის ფორმატს, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. პარტიული ზღვრები არის წაშლილი. ივანიშვილის პირობებში ამ ქვეყანაში პოლიტიკა არ იქნება. ამას უნდა შევეგუოთ, ამიტომ პაატა ბურჭულაძის გარშემო რაც ხდება მისასალმებელია,“ – აღნიშნა მან.
რაც შეეხება „ტელეფონით არჩევნების ჩატარების იდეას“, ხაბეიშვილი ამბობს, რომ ეს სრულიად შესაძლებელია და სასაცილოა, როცა 21-ე საუკუნეში ვიღაცა ამბობს, „ტელეფონით ხმა როგორც უნდა მივცეთ, ვერიფიკაცია როგორ უნდა გავიაროთ?!“
მისი თქმით, არსებობს უსაფრთხოების ზომები, რომ კონკრეტული აპლიკაცია დაცული იყოს.
„მე დარწმუნებული ვარ, ეს არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი იმისთვის, რომ მათ შორის, ემიგრანტებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. მე არ მგონია ნორმალური, რომ 1 მლნ-ზე მეტ ემიგრანტს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ აქვს. ერთადერთი გამოსავალი არის ტექნოლოგიები, რითაც შესაძლებელი გახდება, რომ ემიგრანტებს დაუბრკოლებლად მიეცეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა. ახლა რასაც თქვენ ამბობთ რისკების დაზღვევასთან დაკავშირებით – როცა დაცულობაზე ვლაპარაკობთ, ადამიანები ტელეფონებით, აპლიკაციით არათუ ხმებს, არათუ მილიონებს და მილიარდებს აკონტროლებენ. გაქვთ, ალბათ, რომელიმე ბანკის აპლიკაცია, სადაც კონკრეტული თანხები გაქვთ და დაცულია თქვენი ანგარიში ხომ?! არსებობს უსაფრთხოების ზომები, რომ კონკრეტული აპლიკაცია იყოს დაცული. მართლა სასაცილოა, 21-ე საუკუნეში ვიღაცა რომ ამბობს, რომ „ტელეფონით ხმა როგორც უნდა მივცეთ, ვერიფიკაცია როგორ უნდა გავიაროთ?!“ ხალხი, ბიჭო, მილიარდიან ბიზნესს მართავს ამით. ტელეფონით მართავენ ყველაფერს და არის უსაფრთხო და თქვენ გინდათ თქვათ, რომ ხმის მიცემას ვერ გავაკეთებთ თურმე. არსებობს ამის პრეცედენტები. ცხადია, შესაძლებელია და მე დარწმუნებული ვარ, იმსახურებენ ჩვენი ემიგრანტები იმას, რომ ხმის მიცემის უფლება არ ჩამოერთვათ,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ამასთან, მან საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მაინცდამაინც ნორმალური არ ჰქონია, ეს ადამიანები ასე უმიზეზოდ ციხეში მიდიოდნენ, თუმცა მათ პრინციპულ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.
კითხვაზე, დაბარების შემთხვევაში მივა თუ არა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ხაბეიშვილი პასუხობს, რომ კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებს, თუმცა აღნიშნავს, რომ დიდი სიამოვნებით მივიდოდა და „თავს მოაჭამდა წულუკიანს“.
„ცხადია, მომხრე არ ვარ, რომ პოლიტიკოსების ნაწილი ციხეში იყოს და არ მგონია, მაინცდამაინც ნორმალური, რომ ასე უმიზეზოდ ეს ადამიანები ციხეში მიდიოდნენ, თუმცა ცხადია, პატივს ვცემ მე მათ პრინციპულ გადაწყვეტილებას. მე ვფიქრობ, გაუტკბა წულუკიანს და ტუქსავს [ხალხს]. ყველა, ვინც მანდ მიდის, მისი მოსწავლე ჰგონია და თითებს უქნევს.
ცხადია, მაგ კომისიასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, თუმცა დიდი სიამოვნებით მივიდოდი და თავს მოვაჭამდი წულუკიანს. წულუკიანმა რა კითხვა უნდა დამისვას, მართლა მაინტერესებს. ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ვინმე ამ ადამიანს პასუხს გასცემს. მამამისი ხვრეტდა ქართველებს. მკვლელის ინსტინქტები აქვს ამ ადამიანს. როგორი ოჯახიდანაც გამოდის წულუკიანი, აბსოლუტურად ისე იქცევა – „ამას ჩამოხრჩობა, იმას დილეგში დაჭერა, იმას ციხე, ამას ის“ და ჭკუას გვარიგებს. მე ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ვინმე ამ ადამიანთან მივა და შეახსენებს, რომ დახვრეტა რომ გააუქმეს, მამამისი მერე ხვრეტდა ადამიანებს. იგივე სოზარ სუბარი და ალუდა ღუდუშაური დიდი მონოტორული იმით რომ სხედან. ბოდიში ეს და მართლა „პატარა კაცები“. ამათ ვინმე თუ პასუხს გასცემს სამშობლოს ღალატისთვის და მათ პასუხს მოსთხოვს იმაზე, რასაც აკეთებენ, მე მაგალითად კმაყოფილი ვიქნები,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.
