ლევან ხაბეიშვილი და ენმ-ის ლიდერები აშშ-ში გაემგზავრნენ, სადაც IDU-ს ფორუმს დაესწრებიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტიის საერთაშორისო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ოფიციალური ვიზიტით -ში გაემგზავრნენ, სადაც 4-7 დეკემბერს, პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ, IDU-ს ფორუმს დაესწრებიან. შეხვდებიან IDU-ს პრეზიდენტს სტეფან ჰარპერს. 8 დეკემბერს კი, ნიუ იორკში, შეხვდებიან ქართველ ემიგრანტებს.
“ვაშინგტონში დავესწრებით პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმს მსოფლიოში , IDU-ს ფორუმს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 80-მდე პოლიტიკური პარტია მონაწილეობს და „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოდგენილი იქნება ამ ფორუმზე, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება 4-დან
7დეკემბრის ჩათვლით. დღის წესრიგი და მთავარი საკითხები ამ ფორუმზე იქნება უსაფრთხოება, ეკონომიკა, დემოკრატიის განვითარება მსოფლიოში და ავტოკრატიების დასრულება. ასევე, გვექნება ოფიციალური შეხვედრები და მათ შორის შეხვდებით IDU-ს პრეზიდენტს სტეფან ჰარპერს. ამის გარდა, ვაშინგტონში და ნიუ იორკში იქნება მაღალი რანგის შეხვედრები.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა
ფორუმს დაესწრებიან საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის საერთაშორისო მიმართულების სამსახურის უფროსი ირაკლი ქავთარაძეც.