ლევან ხაბეიშვილი გიორგი გახარიას პარტიაზე – ბიძინა ივანიშვილის პარტია ნომერი ორი

ბიძინა ივანიშვილის პარტია ნომერი ორი, – ასე აფასებს გიორგი გახარიას პარტიას „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე .
ხაბეიშვილი პარტია “საქართველოსთვის” წევრის, მეზვრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ უკვირს მისი რეაქცია.
“ცესკოს როცა ვამხელ, რომ “ქართული ოცნების” გაგრძელება არიან, ნორმალურია, რომ ეს რეაქცია აქვთ. კმაყოფილები რომ ყოფილიყვნენ ეს გამიკვირდებოდა, თქვენ რატომ გიკვირთ?! ივანიშვილის პარტიის გაგრძელებაა, მეორე “ქართული ოცნება”. არ მოსწონთ, რადგან ისინიც ამას აკეთებდნენ თავის დროზე”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ინფორმაციისთვის, პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ნათია მეზვრიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებზე განაცხადა, რომ “ოცნების” სასარგებლო იდიოტები არიან”. აღნიშნული განცხადება მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან, ცესკოსა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრის დატოვების შემდეგ გააკეთა, რომელიც ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით იმართება.
“დღეს აქ მოვედი, რადგან მაინტერესებდა, როგორ მუშაობს ელექტრონული სისტემა და მესამე სხდომაა, სადაც არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებისგან,”- აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს