4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის კიდევ ერთი აქტიური მხარდამჭერი დააკავეს, რაც არის დასტური ივანიშვილის მარცხის მოახლოების, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი „გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრის, გელა ხასაიას დაკავებას.
ხაბეიშვილმა სოლიდარობის წერილი პენიტენციური დაწესებულებიდან გამოგზავნა, რომელიც მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ სოციალურ ქსელში განათავსა.
„სოლიდარობა გელა ხასაიას, 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის კიდევ ერთი აქტიური მხარდამჭერი დააკავეს, რაც არის დასტური ივანიშვილის მარცხის მოახლოების”, – წერს ხაბეიშვილი.
