ლევან ხაბეიშვილი – გამიტაცეს, მაწამეს და სამართალი ვერ ვიპოვე, მე ადამიანი არ ვარ? ვმუშაობ, რომ შურისძიება არ მამოძრავებდეს – მადლობა პროკურატურას, ფაქტობრივად, მაგისტრატურაზე ვარ ციხეში, იმდენ ლიტერატურას გავეცანი

მადლობა პროკურატურას, ფაქტობრივად, მაგისტრატურაზე ვარ რუსთავის დაწესებულებაში, იმდენ ლიტერატურას გავეცანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ხაბეიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ სამართალს ეძებს და ვერ პოულობს. მან მოსამართლეს ასე მიმართა: „ვენდეტაზე კი არაა საუბარი, ადამიანობა მინდა ამ ქვეყანაში დაბრუნდეს. ადამიანი უნდა მორბოდეს სასამართლოში, მისი დანახვა უნდა უხაროდეს, არადა, საზოგადოებას სძულს, ეზიზღება სასამართლო“.