– ბოლო რამდენიმე დღე დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე – მუქარები ივანიშვილი--მდინარაძის ისტერიკასა და პანიკას ადასტურებს!

ბოლო რამდენიმე დღე დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე – მუქარები ივანიშვილი--მდინარაძის ისტერიკასა და პანიკას ადასტურებს! ჩამოშლილია ივანიშვილის რეჟიმი – აბსოლუტური რღვევაა და შიშის პირით დაიწყეს „მუქარები“, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ „4 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა იყოს”.
„საგანგებო განცხადება: ბოლო რამდენიმე დღეა დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე – მუქარები ადასტურებს ივანიშვილი – კობახიძე-მდინარაძის ისტერიკასა და პანიკას! ჩამოშლილია ივანიშვილის რეჟიმი! აბსოლუტური რღვევაა და შიშის პირით დაიწყეს „მუქარები”!
ვფიქრობ, მხოლოდ ჩვენს, საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაზე!
ვარაუდებს და წუხილებს, რომ დამაკავებენ, მესვრიან და მსგავსი, ადასტურებს მხოლოდ ერთს – ივანიშვილის მარცხი გარდაუვალია! ნებისმიერი ასეთი მოქმედებით ბოლომდე დაადასტურებენ და ფაქტობრივ კაპიტულაციას გამოაცხადებენ!
უნდა გვესმოდეს, რომ გამარჯვებასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ და ნებისმიერ შემთხვევაში – 4 ოქტომბერს, ქუდზე კაცი უნდა ვიყოთ! უპირობოდ ვიმარჯვებთ! ვმობილიზდეთ, მოვემზადოთ გამარჯვების აღსანიშნავად!
საქართველოს გაუმარჯოს! ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი!” – წერს ლევან ხაბეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა