ლევან ხაბეიშვილი – ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ივანიშვილის გარეშე

ცხადია, ახალი უნდა ჩატარდეს ივანიშვილის გარეშე , – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ქუთაისში განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ქალაქში ადამიანები გამოდიან და ითხოვენ ორ რამეს: აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალაქში გამოდიან ადამიანები და აპროტესტებენ უსამართლობას, ითხოვენ პატიმრების გათავისუფლებას და მინდა ყველა ქალაქიდან, ყველა სოფლიდან, ყველა ქუჩიდან დავაფიქსირო, რომ ყველა ადამიანი, რომელიც მძევლად აიყვანა ივანიშვილმა, სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ. ბევრ ადამიანს შევხვდი და მათი პირველი მოთხოვნაა, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის გასამართლებული ადამიანები დაუბრუნდნენ ოჯახებს. ქრისტიანულ დღესასწაულს, შობას ხომ უნდა შეხვდნენ ოჯახებში. ადამიანები სასტიკად სცემეს, დაასახიჩრეს და კიდევ ციხეში ჩასვეს, ეს არ არის ნორმალური, ეს არ არის არც სამართლებრივად სწორი, არც ადამიანურად, არც მოქალაქეობრივად, არც ქრისტიანულად, შობა დღეს ეს ადამიანები ოჯახებთან ერთად უნდა იყვნენ და მეორე მოთხოვნა, ეს არის თავისუფალი არჩევნები ივანიშვილის გარეშე. ივანიშვილთან ერთად ცხადია არჩევნების ჩატარება ნიშნავს იმავეს და ეს არის ხალხის ხმა ყველა კუთხიდან, ქალაქიდან”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძროაბის“ პრესსამსახური ავრცელებს.
პარტიის ლიდერებთან ერთად ქუთაისში საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, სადაც მოქალაქეები საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!