– არაფრის შეგეშინდეთ! მე დაკავების მოლოდინი მქონდა

ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის! მე დაკავების მოლოდინი მქონდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დაკავებისას განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი ხელმძღვანელი დავალებას ასრულებენ.
„მეგობრებო, უნდა გესმოდეთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მდინარაძეს, რა დავალებაც ჰქონდა, ასრულებს. არაფრის შეგეშინდეთ, იმიტომ, რომ ძალა არის ქართველ ხალხში. ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის, მე ამის მოლოდინი მქონდა და ისინი აპირებენ დამაკავონ. მაკავებენ, იმიტომ, რომ თურმე ერთ ადამიანს, ხაბეიშვილს შეუძლია ივანიშვილის დამარცხება. თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ივანიშვილი, თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ეს რეჟიმი,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ცოტა ხნის წინ დააკავეს.
შესაბამის კადრებს „ფორმულას“ დირექტორი მიშა მშვილდაძე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ხაბეიშვილის დაპატიმრება ტელეკომპანია „ფორმულასთან“ მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი: ბრიტანეთს დააბრალეს პატარკაციშვილის მკვლელობა – ამბობენ, „ფასი არ აქვსო“, მაგრამ სერიოზული ფასი აქვს ბრიტანეთის სანქციებს, ეჭვი მაქვს, არც იციან, რა რეაქცია ჰქონდეთ – მთლიანად „შავ ბუღალტერიაზე“ უნდა გადავიდნენ