ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, IDU-ს ფორუმზე ამერიკის შეერთებული შტატებს ყოფილ ვიცე – პრეზიდენტს, მაიკ პენსის შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ს განცხადებით, IDU-ს ფორუმზე ამერიკის შეერთებული შტატებს ყოფილ ვიცე პრეზიდენტს, მაიკ პენსის შეხვდნენ.
მისივე თქმით, მაიკ პენსთან ისაუბრეს ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული და ევროპული „რუსი ოლიგარქის“ გარეშე.
„ვაშინგტონში, IDU ფორუმზე, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იღებს მონაწილეობას, მთავარი სპიკერი ამერიკის შეერთებული შტატებს ყოფილი ვიცე პრეზიდენტი – მაიკ პენსია.
გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საქართველოზე, ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე, ვიყოთ დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო რუსი ოლიგარქისა და მისი რუსული რეჟიმის გარეშე”, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით