ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ახალქალაქის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც ითხოვენ

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ს გადადგომის მოთხოვნას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წევრებიც უერთდებიან.
ისინი აცხადებენ, რომ ახალ მენეჯმენტთან “გადაულახავი პრობლემები” შეექმნათ, ხაბეიშვილის მცდარმა მიდგომებმა კი პარტიის “არნახული დასუსტება” გამოიწვია.
“ჩვენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიით გასულ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს და ორგანიზაციის წარმომადგენლებს პარტიის ახალ მენეჯმენტთან შეგვექმნა გადაულახავი პრობლემები, რაც უკავშირდება პოლიტსაბჭოს დაშლის უკანონო გადაწყვეტილებასა და რაიონულ ორგანიზაციებში ფიქტიური ს ჩატარებას. ახალი მენეჯმენტის და პირადად ხაბეიშვილის მცდარმა მიდგომებმა გამოიწვია პარტიის არნახული დასუსტება და ერთგული მომხრეების გარიყვა ჩვენი მოძრაობიდან. ჩამოთვლილ მიზეზთა გამო, ჩვენ ვითხოვთ, გადადგეს პარტიის თავმჯდომარე, რათა დისკუსია ერთობაზე და პარტიის მებრძოლი წევრების რეინტეგრაცია გახდეს შესაძლებელი,” – ნათქვამია განცხადებაში.
მას ხელს აწერს:
· საკრებულოს დეპუტატი შირვან შირინიანი
· საკრებულოს დეპუტატი არმენ ჰუნანიანი
· მელიქ რაისიანი
· ანდრანიკ მამულიანი
· ვართან ჩოკანდარიანი
· არტურ მკოიანი
· არმენ ჰაკობიანი
· მიშა ჰაკობიანი