ლევან ხაბეიშვილის ამჩატებული დამოკიდებულება საკითხებისადმი არ გამოიყურება კარგად, ენმ-ს პოლიტიკური მარცხი გრძელდება – მიხეილ სარჯველაძე

პოლიტიკური მარცხი, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” განიცადა, გრძელდება და ვფიქრობ, მალე ამ პოლიტიკური პარტიის სრული აღსასრულით დასრულდება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მ განაცხადა, რითაც ს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესები არასერიოზულ დამოკიდებულებას იძენს.
“შთამბეჭდავი სცენა იყო, არ ვიცი სერიოზული კომენტარის გაკეთება ამაზე რამდენად შეიძლება, ეს ყველაფერი ემსგავსება თამაშს და ეს არასერიოზული დამოკიდებულება მაინც და მაინც კარგი სანახავი არ არის, რადგან საკმაოდ მსხვილი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც ჰქონდა მსხვილი ამბიციები, გასაგებია ახლა რა მდგომარეობაშია, მაგრამ მისი ლიდერის ასეთი ამჩატებული დამოკიდებულება საკითხებისადმი, არ გამოიყურება კარგად. ამ პოლიტიკურ პარტიაში არამც თუ წერტილის დასმა არ გამოიწვია ამან, არამედ ახალი მწვავე კონფლიქტების საფუძველი გახდა, რაც “ნაციონალური მოძრაობიდან” ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან უკვე გამოიხატა განცხადებებში. პოლიტიკური მარცხი, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” განიცადა, გრძელდება და ვფიქრობ, მალე ამ პოლიტიკური პარტიის სრული აღსასრულით დასრულდება, ასეთი პირი უჩანს,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული რევოლუციების ერთ-ერთი სპონსორის, ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა, არჩევნების წინ შეფასება და რევოლუციური სცენარი უკვე მოამზადა

წინასაარჩევნოდ გაბრაზებული პარტნიორის, ამერიკის შესაძლო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც “ქართული ოცნების” ღია შანტაჟი, რომელიც დაისჯება, რადგან ის ამერიკის პოლიტიკურ თამაშის წესებს არ აჰყვა