ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი – პოლიცია მიზღუდავს შესაძლებლობას, მოვინახულო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და დავაფიქსირო ის დაზიანებები, რომელიც მან მიიღო

პოლიცია გვიზღუდავს იმის შესაძლებლობას, რომ მოვინახულო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და დავაფიქსირო ის დაზიანებები, რომელიც მან მიიღო, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ს ადვოკატმა, ვანო პეტრიაშვილმა.
ვანო პეტრიაშვილის განმარტებით, ლევან ხაბეიშვილის დაზიანებების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, რადგან მასთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მიეცა.
„ვცდილობთ ლევანთან შესვლას, რის შესაძლებლობასაც არ გვაძლევს დაცვის სამსახური. ასევე აქ არის მობილიზებული პოლიცია, რომელიც რეალურად გვიზღუდავს უფლებას იმისა, რომ შევხვდე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, მოვინახულო ის, დავაფიქსირო ის დაზიანებები, რომელიც მან მიიღო. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს ახლა და როდესაც შევალ უკვე მის სანახავად, მაშინ დავაზუსტებ ამ ინფორმაციას“, – განაცხადა ვანო პეტრიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე