ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი დაიხურა – მოსამართლემ გადაწყვეტილება დარბაზში მყოფების მიერ ტაშის დაკვრის შემდეგ მიიღო

უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი დაიხურა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ლევან ხაბეიშვილის განცხადების გაკეთების შემდეგ, დარბაზში მყოფებმა ტაში დაუკრეს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. მათ სხდომათა დარბაზი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დაატოვებინეს.
პროცესი მედიისთვისაც დახურულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?