ლევან ცუცქირიძე – ჩვენ დავთვალეთ ასზე მეტი დაპირება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უსინდისოდ და უსირცხვილოდ მისცა ქართულ საზოგადოებას და არცერთი მათგანი არ შეასრულეს

ცვლილებების დროა, ცვლილებების სურნელი ჰაერში ტრიალებს, ყველანი არჩევნებზე, გააფერადეთ ნომერი 9, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ლევან ცუცქირიძე ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წელი „შეუსრულებელი დაპირებების 12 წელია“.
„დღეს ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას შეახსენა, რომ 12 წელი გავიდა მათი ხელისუფლებაში მოსვლიდან, რაც ძალიან უცნაურია. ქართველები ბევრ რამეში განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ თუ რამეში ვთანხმდებით არის ის, რომ 12 წელი არის ძალიან ბევრი, 4 ათას დღეზე მეტი ხელისუფლებაში ყოფნისთვის. ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს 12 წელი იყო, შეუსრულებელი დაპირებების 12 წელი. ჩვენ დავთვალეთ ასზე მეტი დაპირება, რომელიც მათ უსინდისოდ და უსირცხვილოდ მისცეს ქართულ საზოგადოებას და არცერთი მათგანი არ შეასრულეს.
რამდენიმე მინდა წაგიკითხოთ, რომ მიხვდეთ, მათ დაპირებებს ფარატინა ქაღალდების ფასი აქვს. უფასო ფული, „თქვენ მიიღებთ უფასო ფულს, უპროცენტო კრედიტები იქნება, 10-20 წლიანი“; ასი ქარხანა – ესეც არ შესრულდა, რა თქმა უნდა. კომუნალური გადასახადების შემცირება – „საქართველოში არსებული გადასახადების შემცირება ხვალიდანვე შეიძლება, სოციალური გადასახადები ხვალიდანვე შემცირდება ჩვენი მოსვლიდან“; საწვავის გაიაფება – რეალურად დღეს ერთ ლიტრ საწვავზე ზემოგება შეადგენს 35-40 თეთრს, თქვენ რომ 20 ლიტრი საწვავი შეიძინოთ, იხდით 10 ლარით მეტს“. ეს ჩემი საყვარელი დაპირებაა – ხუთი მილიონი თითო სოფელს. „ქართულ ოცნებას“ დაგეგმილი აქვს, ააღორძინოს ქართული სოფელი და ამისთვის გეგმავს, რომ შექმნას ერთ მილიარდიანი ფონდი. მე ამას გპირდებით და აუცილებლად გავაკეთებ“. ევროკავშირში გაწევრიანება – „გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა“. დღეს ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან ჩიხშია შესული. ეს დაპირებაც მაგარია – ჭეშმარიტი დემოკრატია, „შეიძლება მართლაც ევროპა გავაოცოთ, ისეთი დემოკრატია შევქმნათ საქართველოში“. ემიგრანტების დაბრუნება – „ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს გაქცეულ და გადაკარგულ მოქალაქეებს, რამდენადაც აქ უკეთესი ცხოვრების საშუალება ექნებათ“. ესეც ძალიან კარგია – „ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ იცხოვრებს საშუალო მოსახლეზე უკეთესად“.
ეს არის ის ცინიკური დაპირებები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა მისცა ქართულ საზოგადოებას და 4 ათას დღეზე მეტია ეს ყველაფერი გრძელდება., საბედნიეროდ არსებობს არჩევანი, სულ მალე გვექნება ამ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და თქვენ შეგიძლიათ ხმა მისცეთ ნამდვილ, დემოკრატიულ, მრავალპარტიულ კოალიციას, „ძლიერ საქართველოს“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – კიდევ ერთი დასტური მივიღეთ, რომ საქართველოში სახელმწიფო წაშალა „ქართულმა ოცნებამ“ – პრემიერს შეუძლია რაღაც დაავალოს ერთი შეხედვით დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელს