ლევან ცუცქირიძე – „ქართულმა ოცნებამ“ ყველა, ვინც ამ სახელმწიფოს მშენებლობაში გვეხმარება, მათ შორის, ევროკავშირი, მტრად გამოაცხადა, შესაბამისად, არ მიკვირს, რომ ისინი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ არიან – აქ მათი ადგილი არ არის

„ქართულმა ოცნებამ“ ყველა, ვინც ამ სახელმწიფოს მშენებლობაში გვეხმარება, მათ შორის, ევროკავშირი, მტრად გამოაცხადა, შესაბამისად, არ მიკვირს, რომ ისინი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ არიან – აქ მათი ადგილი არ არის, – ამის შესახებ “თავისუფალი მოედნის” ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მივიდა.
მისი თქმით, აღნიშნულ ღონისძიებაზე არის დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული საზოგადოების ადგილი.
„მგონი, საქართველოს ყველა მოქალაქე ხედავს, რომ საქართველოში ს პარტიის სანქციების გამო, არის უკუსვლა, რომ დღეს ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, როგორშიც გვინდა რომ ვიყოთ. გვინდა, რომ საქართველო იყოს ლიდერი სახელმწიფო ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობით, დემოკრატიის ხარისხით, თავისუფლებით, მოქალაქეების სიმდიდრით, კეთილდღეობით და დაცულობით. ვინც ამ სახელმწიფოს მშენებლობაში გვეხმარება, მათ შორის, ევროკავშირი, ის ორგანიზაციები ვინც აქ არიან წარმოდგენილი, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა ქვეყნის მტრად, უცხოეთის ქვეყნის აგენტად, “გლობალური ომის პარტიის” წვერად, “დიფ სთეითის” წარმომადგენლად, ომის დამწყებად და ა.შ. მათ ყველა გამოაცხადეს მტრად და შესაბამისად, არ მიკვირს, რომ ისინი აქ არ არიან. აქ მათი ადგილი არ არის. აქ არის ქართული საზოგადოების, დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული საზოგადოების ადგილი“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ განაცხადა, რომ ევროკავშირის საელჩომ პროტოკოლი დაარღვია და მთავრობას ღონისძიებაზე დასასწრები მოსაწვევი არ გაუგზავნა. ამის გამო, კობახიძემ საელჩო საბჭოურ მიდგომაში დაადანაშაულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს