„თავისუფლების მოედნის“ ლიდერი, ლევან ცუცქირიძე:
ქართული ოცნება გეოპოლიტიკურ ყულფში
რა ხდება გარეთ და რატომ ჩქარობს “ოცნება?”
– ვერ დაიპყრო უკრაინა, ვერ ჩამოაგდო მისი მთავრობა და ვერ მოახერხა უკრაინის დემილიტარიზაცია;
– ვერ დაშალა ნატო (პირიქით, ახალი წევრები შეემატნენ);
– დაკარგა ტრადიციული მოკავშირე სომხეთი;
– აზერბაიჯანი ბევრად უფრო პროდასავლური გახდა და მისი არმია ნატოს სტანდარზე გადადის;
– მოლდოვა მალე ევროკავშირში გაწევრიანდება;
– ცენტრალური აზიის ქვეყნებმა პოლიტიკური ალიანსების მეტი დივერსიფიკაცია დაიწყეს;
– ევროკავშირმა მკვეთრად შეამცირა რუსეთზე ენერგო-დამოკიდებულება და ასევე, მკვეთრად გაზარდა სამხედრო ხარჯები;
– შეერთებული შტატები კიდევ უფრო ძლიერად შემოდის სამხრეთ კავკასიაში.
ასეთ დროს და ამ ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში, კრემლი საქართველოს იზოლირებული მთავრობის ამარა რჩება.
“ოცნებამ” ჩათვალა, რომ რუსეთის თამაში უნდა ითამაშოს, რადგანაც მასთან უფრო ახლოს დგას მსოფლმხედველობით, თვლის, რომ კრემლს ასიმეტრიულად ძლიერი ინტერესები აქვს რეგიონში და მეტის გაკეთების ნება აქვს, ვიდრე ვინმე სხვას. ეს უკანასკნელი კი ასე სულაც არ აღმოჩნდა – არც ერთ იმ ქვეყანაში, რომელიც რუსეთის გავლენას დაუსხლტა, არ დაწყებულა ომი, ხოლო დასავლური ინტერესების ზრდა მათ სტაბილიზაციას და ეკონომიკურ პროგრესს დააჩქარებს.
ერთადერთი შანსი, ჩვენმა ქვეყანამ ახალი გეოპოლიტიკური ვითარება თავის სასარგებლოდ სწრაფად გამოიყენოს არის ის, რომ ის იყოს სტაბილური, სამართლიან კანონებზე დამყარებული, ევროპასთან მჭიდროდ ინტეგრირებული და უსაფრთხო ქვეყანა. კორუმპირებული ბანდიტების პარტიას კი ამის გაკეთების არც უნარი აქვს, არც ცოდნა და არც სურვილი.
ივანიშვილის პარტია წესით უნდა ხედავდეს, რომ მის გარშემო გეოპოლიტიკური ყულფი ვიწროვდება და ამიტომ ცდილობს შექმნას “ფაქტები ადგილზე” – გაწმენდილი პოლიტიკური ველი, ფსევდო, “სისტემური” ოპოზიცია, განადგურებული პროტესტი, რომ უსაფრთხოდ ითანამშრომლოს რუსეთთან და არც მეტი ჩართულობის ინტერესი გაუჩინოს ვინმეს სხვას.
დრო არ არის “ოცნების” მხარეს. ამ “გამოფიტვის ომში,” ჩვენი თანმიმდევრული, სტრატეგიული ბრძოლით უნდა გავუძლოთ რეპრესიებს, მივიღოთ შესაძლებლად ნაკლები ზიანი, თავად გამოვფიტოთ “ოცნება” და საქართველო ახალი, უსაფრთხო, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის მოვამზადოთ.
ძალაც, სიმართლეც და ისტორიაც ჩვენს მხარესაა.




