ლევან ცუცქირიძე – სრულად წავიკითხე მიხეილ ყაველაშვილის წერილი და ვერაფერი გავიგე, ვფიქრობ, თვითონ ყაველაშვილის დაწერილია, რაც შეეხება არასამთავრობოების ანგარიშების დაყადაღებას, „ქართულ ოცნებას“ სურს, ზოოპარკის მშვიდობა დაამყაროს

ტრამპს ეუბნებიან, მაგარი ხარ, მაგრამ თან შენს გვერდით ვინ მუშაობს, „ვაბშე“ აზრზე არ ხარო – ეუბნებიან, „დიფ სთეითი“ თურმე, გვერდით გყავთ, თქვენ არ იცით, მაგრამ მე, მიხეილ ყაველაშვილმა ვიცი და გეუბნებითო – მე მგონი, თვითონ ყაველაშვილმა დაწერა ეგ წერილი, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში” „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, რითაც -ის პრეზიდენტის, ს მიმართ ს ღია წერილს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, წერილით ტრამპს უთხრეს, რომ „ჩვენ შენი მხარდაჭერა გვინდა, მაგრამ იცოდე, რომ ჩვენ კარგად დაგაკვირდებითო“.
„სრულად წავიკითხე ეს წერილი და ვერაფერი გავიგე. აზრი ვერ გამოვიტანე, რისი თქმა უნდოდა ამ წერილის ავტორს, იმიტომ, რომ ერთ მხრივ ტრამპს ეუბნება, „თქვენ ხართ ყველაზე ძლიერი, რომელმაც ნახევარ მსოფლიოში მშვიდობა დაამყარა, თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია დიდი საქმეების გაკეთება, მაგრამ მარკო რუბიო და სახელმწიფო დეპარტამენტი „დიფ სთეითი“ არიან. ანუ, თქვენ კი ხართ მაგარი და „დიფ სთეითს“ ებრძვით, მაგრამ „დიფ სთეითი“ თურმე გვერდით გყავთ. თქვენ კი არ იცით, მაგრამ მე მიხეილ ყაველაშვილმა ვიცი და გეუბნებით. მსოფლიოში მშვიდობის დამყარება გინდათ, მაგრამ თან საქართველოში ოთხ რევოლუციას აწყობდით. ყაველაშვილმა, მ და ვიღაცებმა აჯობეს ამ ზესახელმწიფო, რაღაც „დიფ სთეითებს“ და გადაარჩინეს ქვეყანა ამ რაღაც შეთქმულებისგან“. ეუბნებიან, რომ „მაგარი ხარ, მაგრამ თან შენს გვერდით ვინ მუშაობს, „ვაბშე“ აზრზე არ ხარ. ჩვენ ვიცით და აი, მოგწერეთ წერილი რომ გაერკვე შენ ამ ყველაფერში, რა ხდება და სწორად მოიქცე. ჩვენ გვინდა შენი მხარდაჭერა, მაგრამ იცოდე, რომ ჩვენ კარგად დაგაკვირდებით“. მე მგონი, თვითონ დაწერა ეგ წერილი. ყაველაშვილის დაწერილი წერილია, ჩემი აზრით. ეს არის ჩემი კომენტარი,“ – განაცხადა ცუცქირიძემ.
გარდა ამისა, მან გადაცემაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენს უფლებებს საკუთარი ძალაუფლებისთვის ბრძოლაში სათამაშოდ იყენებს“.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს სჭირდება, რომ საქართველო იყოს იზოლირებული, რადგან „იზოლირებული ქვეყნის მართვა ბევრად უფრო იოლია“.
„არანაირი მოლოდინი არ მქონდა იმის, რომ „ქართული ოცნება“ რამეს გააკეთებდა. „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ მუდმივად, დაუსრულებლად შეინარჩუნოს ძალაუფლება, სულ ის იყოს ხელისუფლებაში და მუდმივად ჰქონდეს წვდომა კორუფციაზე. რა თქმა უნდა, ყველაფერი დანარჩენი: , დემოკრატია, ადამიანის უფლებები, თავისუფლებები, დამოუკიდებელი მედია, ევროპა და ა.შ. ხელს უშლის ამ ყველაფერში. ბუნებრივია, რომ რეკომენდაციები ამიტომ არ შეასრულეს. უფლება, რომელიც არის ჩვენი ყველასი, რომ თავისუფლად გადავადგილდეთ ნებისმიერ ქვეყანაში ევროკავშირის მასშტაბით, გვეკუთვნის ყველას ჩვენ, მაგრამ ამას „ქართული ოცნება“ გვართმევს. ჩვენს უფლებებს ის იყენებს რაღაც სათამაშოდ საკუთარი ძალაუფლებისთვის ბრძოლაში,“ – აღნიშნა ცუცქირიძემ.
ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან ეშინია ხალხის ბრაზის, ძალიან კარგად ხედავენ, რომ ისეთ რამეს აშავებენ, რაც ძალიან ძვირად დაუჯდებათ“.
„შეშინებულები არიან და ამას ადასტურებს ის კამპანია, რაც აქვს 13 სექტემბრის აქციის წინააღმდეგ, რომ ვითომ, რაღაცას ვაპირებთ და ა.შ. მოქალაქეების გაბრაზება ჩემი მიზანი კი არ არის, მოქალაქეებს აბრაზებს ის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“. დიახაც, სამართლიანად უნდა გავბრაზდეთ. დიახაც, არ უნდა გავბრაზდეთ იმაზე, რომ ერთმა კაცმა და მისმა რამდენიმე მსახურმა გადაწყვიტა, რომ წაგვართვას ქვეყანა და ყველაფერი, რაც მოვიპოვეთ?! ბევრ ადამიანს გვახსოვს, როგორი ამაყები ვიყავით, როდესაც გამოვიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და თქვა, რომ „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“. ჩვენ ამით ყველანი სამართლიანად ვამაყობდით და ახლა ეს პატარა დაჯგუფება ჩვენ ყველას ყველაფერს გვართმევს და ეს ქვეყანა მიჰყავს ჭაობში,“ – განაცხადა ცუცქირიძემ.
გარდა ამისა, მან არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებაზე დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ყველაში მტერს ხედავენ და სურთ, რომ „ქვეყანაში ზოოპარკის მშვიდობა დაამყარონ“.
„ისინი უსმენენ თავის შიშველ ინსტინქტებს. ისინი ყველაში მტერს ხედავენ. ეს არის „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი პრობლემა. ჩემი აზრით, ეს არის მათი ფატალური პრობლემა. ისინი ყველას ხედავენ მტრად, ვინც მას აკრიტიკებს, ვინც მათი წინააღმდეგია, ვინც მათ „წარმატებულ მმართველობას“ საჯაროდ ხოტბას არ ასხამს. მას უნდა, რომ თვითონ იყოს სულ და თვითონ იყოს ერთადერთი ძალაუფლების ცენტრი ამ ქვეყანაში, რომელსაც ყველა ბრმად დაემორჩილება. უნდა, რომ ქვეყანაში დაამყაროს ზოოპარკის მშვიდობა. ეს არის მათი ამოცანა,“ – განაცხადა ცუცქირიძემ.