ლევან ცუცქირიძე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: ანგარიშვალდებულებას ვგრძნობთ ამ საკითხთან მიმართებაში, ამიტომ, ამაზე მსჯელობა გვექნება

ლევან ცუცქირიძე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: ანგარიშვალდებულებას ვგრძნობთ ამ საკითხთან მიმართებაში, ამიტომ, ამაზე მსჯელობა გვექნება
„ჩვენ პოლიტიკაში მოვედით იმისთვის რომ ისეთი პოლიტიკური პარტია შევქმნათ, რომელიც მართლა დემოკრატიული, ანგარიშვალდებული იქნება მხარდამჭერებთან, თანამოაზრეებთან, საზოგადოებასთანაც და რამდენადაც შევძლებთ იმდენად გახსნილი და ინკლუზიური პროცესი გვექნება ამაზე, დასამალი არაფერი გვაქვს, ყველა აზრს მოვისმენთ, მერე გადავწყვეტთ და როცა გადავწყვეტთ ამასაც ვიტყვით“,-ამის შესახებ პარტიის “თავისუფლების მოედანი” თავმჯდომარემ, ლევან ცუცქირიძემ პარტია “გირჩის” იუთუბ არხზე გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“ განაცხადა, სადაც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ისაუბრა. ცუცქირიძის განცხადებით, ყველა არგუმენტზე იფიქრეს და თქვეს, რომ „ეს არ არის ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება სამმა ადამიანმა მიიღოს პარტიაში.”
მისივე განცხადებით გადაწყვეტილებები უნდა იყოს დემოკრატიული პროცედურის შედეგად მიღებული, შესაბამისად, ექნებათ მსჯელობა, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას. “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახალი პოლიტიკური პარტია ვართ და შეიძლება არ გამოვირჩევით ათეულ ათასობით წევრით ჯერ, მაინც თავს ანგარიშვალდებულად ვთვლით, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები უნდა იყოს დემოკრატიული პროცედურის შედეგად მიღებული და ამას მარტო პროცედურულად არ ვუყურებთ, ეს ხარისხზეც ახდენს ზეგავლენას, როდესაც შეგიძლია, განსხვავებული აზრები მოისმინო, შეაჯერო, იმსჯელო. ამიტომ, ამაზე შიდაპარტიული განხილვები, შიდაპარტიული დებატებიც კი გვქონდა.
გვექნება შიდაპარტიული კონფერენციები, სადაც სხვადასხვა მოსაზრებებს სხვადასხვა ადამიანებისგან, რომლებიც არ არიან პარტიის წევრები, მაგრამ მუშაობენ პოლიტიკის სხვადასხვა თემებზე, მათ შეხედულებებს მოვისმენთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევხვდებით ჩვენ მხარდამჭერებს, თანამოაზრეებს, ადამიანებს, რომლებიც გამოხატავენ მხარდაჭერას. ჩვენ ამ ანგარიშვალდებულებას ვგრძნობთ, მათ შორის, ამ საკითხთან [თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე] მიმართებაში, რომ ამ საკითხზე მივიღოთ არა რაღაც კლასიკური ქართული პოლიტსაბჭოს სხდომის ფარგლებში, არამედ ანგარიშვალდებულად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად.
ამიტომ, ამაზე გვექნება მსჯელობა, ყველა არგუმენტს გავივლით. ჩვენ თან არ გვაქვს ისეთი ფუნდამენტალისტური პოზიციები, რომ განსხვავებულ აზრს ვიღაცები მტრულად აღიქვამდნენ. ახლა ვართ ამ პროცესში. პირველი პოზიცია გითხარით, რაც ვფიქრობ, რომ არის უმჯობესი-ტოტალური ბოიკოტი. სხვა ვარიანტებზე გვაქვს მსჯელობა. დემოკრატიული პარტია თავიდანვე თუ იღებს არჩევნებზე გადაწყვეტილებას არადემოკრატიული წესით, ვიღაც ხალხი დაჯდა, მოილაპარაკა და გამოაცხადა, მაგისთვის პოლიტიკაში არ მოვსულვართ. ჩვენ პოლიტიკაში მოვედით იმისთვის რომ ისეთი პოლიტიკური პარტია შევქმნათ, რომელიც მართლა დემოკრატიული პოლიტიკური პარტია იქნება, ანგარიშვალდებული მხარდამჭერებთან, წევრებთან, მეგობრებთან, თანამოაზრეებთან, თანამებრძოლებთან, საზოგადოებასთანაც და რამდენადაც შევძლებთ იმდენად გახსნილი და ინკლუზიური პროცესი გვექნება ამაზე, დასამალი არაფერი გვაქვს, ყველა აზრს მოვისმენთ, მერე გადავწყვეტთ და როცა გადავწყვეტთ ამასაც ვიტყვით“-განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სააკაშვილმა პირადად მითხრა, რომ ერგნეთის ბაზრობა უნდა დაიხუროს, საერთოდ გახსენებაც აღარ უნდა და მისი გადაწყვეტილება შესრულებული იქნა იმ კუთხით, რომ ერგნეთის ბაზრობა სრულიად გაუქმდა

2008 წელს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მორჩა, ოპოზიცია აყენებდა საკითხს კომისიის შექმნასთან დაკავშირებით – საგამოძიებო კომისიას ხმათა რაოდენობა სჭირდება, მაშინდელი ძალთა გადანაწილება პარლამენტში არ იძლეოდა საშუალებას, უმრავლესობის კეთილი ნების გარეშე შემდგარიყო საგამოძიებო კომისია

ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარი უკვე შემოსული იყო, ასევე კოდორის ხეობაზე უკვე შეტევა დაწყებული იყო და ჩვენი ჯარი ტოვებდა ხეობას, მოსახლეობის გაფრთხილება არ მომხდარა და 80-მდე ადამიანი არის მოკლული მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სათანადო და დროული გაფრთხილება არ მოხდა