ლევან ცუცქირიძე – თვითმარქვია მთავრობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ტერორს იყენებს – უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, ეს არის საუკეთესო პოლიტიკური გამოსავალი და უნდა დაისაჯონ დამნაშავეები

ეს თვითმარქვია მთავრობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ტერორს იყენებს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი მთავრობა, რომელიც საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის, მმართველობას ტრაგიკულად დაასრულებს. ლევან ცუცქირიძის თქმით, უნდა დაინიშნოს ახალი და დაისაჯონ დამნაშავეები.
„ეს სხვა არაფერია, თუ არა ტერორიზმი საკუთარი ხალხის მიმართ. დღეს, რეალურად სამართალდამცავი სტრუქტურები გახდნენ სამართალდამრღვევები. სამართლიანობის, დემოკრატიის, თავისუფლების, ევროპული იდეის და კონსტიტუციის სადარაჯოზე დგას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები, რომლებიც გუშინ ასეთი თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ. ასეთი თავდასხმები ახასიათებთ ავტორიტარულ რეჟიმებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ ასრულებენ ასეთი რეჟიმები, ასე დაასრულა იანუკოვიჩმა, ასე დაასრულა ასადმა და ასე დაასრულებს . ნებისმიერი მთავრობა, რომელიც საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის, ასე ტრაგიკულად დაასრულებს. მოვუწოდებ ყველას, სამოქალაქო საზოგადოებას, ჟურნალისტებს სოლიდარობისა და ერთად დგომისკენ. ამ რეჟიმის დღეები დათვლილია. ისინი ბოლო პერიოდში ერთმანეთს არწმუნებდნენ, რომ მათი გადამრჩენი იქნებოდა, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდებოდა და ისინი ახლებურად გააგრძელებდნენ ურთიერთობებს, ასეთი რამ ვერ და არ მოხდება იმიტომ, რომ არცერთ მთავრობასთან, რომელიც ასე ეპყრობა საკუთარ საზოგადოება და ხალხს, საქმეს არ დაიჭერს, მხარს არ დაუჭერს, მისი მეგობარი ვერ იქნება. უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ეს არის საუკეთესო პოლიტიკური გამოსავალი და უნდა დაისაჯონ დამნაშავეები“,-განაცხადა ცუცქირიძემ.