ლევან ცუცქირიძე – ვიმუშავებთ ერთად იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების საერთო ამოცანები შესრულდეს

ჩვენ ვიმუშავებთ ერთად იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების საერთო ამოცანები შესრულდეს , – ამის შესახებ “თავისუფლების მოედანის” ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ პარლამენტთან განაცხადა მას შემდეგ, რაც რვა ოპოზიციური პარტიის საერთო განცხადება გაახმოვანეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით.
ასევე, ლევან ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ მიესალმება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას, შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე, რადგან „ამ ბრძოლას სჭირდება ყველას მხნეობა და ჯანმრთელობა”.
„მივესალმები ერთობასა და ერთიანობას იმ იდეებისა და პრინციპების გარშემო, რაც ამ საერთო განცხადებაში იქნა წაკითხული. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად იმისთვის, რომ ქართველი ერის, საქართველოს მოქალაქეების საერთო ამოცანები შესრულდეს. ეს არის თავისუფალ, ევროპული ტიპის დემოკრატიაში ცხოვრება, სახელმწიფოს დაბრუნება და ამ ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის საბოლოოდ დამკვიდრება. ჯანმრთელობა ყველას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!” – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)