ლევან ცუცქირიძე – დამარცხდა ერთპარტიული ავტოკრატია და საქართველოში გაიმარჯვა მრავალპარტიულმა დემოკრატიამ

დამარცხდა ერთპარტიული ავტოკრატია და საქართველოში გაიმარჯვა მრავალპარტიულმა დემოკრატიამ – ეს იყო ბოლო , სადაც ჩვენ ვნახეთ თავდასხმები, ადამიანების დაშინება, ადამიანების მოსყიდვა. ამიერიდან, საქართველოში ყოველი შემდგომი არჩევნები იქნება თავისუფალი , – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
ცუცქირიძემ ამომრჩეველს „ამ ბრძოლაში ყოფნისთვის“ მადლობა გადაუხადა.
„დამარცხდა ერთპარტიული ავტოკრატია და საქართველოში გაიმარჯვა მრავალპარტიულმა დემოკრატიამ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია მეგობრებო! მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, ემიგრანტებს, საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებს საზღვარგარეთ – დიდი მადლობა, რომ არ დაგეზარათ, არ დაიღალეთ და არ შეგეშინდათ ამ ბრძოლაში ყოფნა. ჩვენ ვიქნებით ახალი კოალიცია, ევროპული ტიპის ხელისუფლება, რომელიც არასოდეს პარტიული პოლიტიკური ნიშნით არ დააყენებს კოლექტიურ პასუხისმგებლობას. არა, ასე არ იქნება! ეს იყო ბოლო არჩევნები, სადაც ჩვენ ვნახეთ თავდასხმები, ადამიანების დაშინება, ადამიანების მოსყიდვა. ამიერიდან, საქართველოში ყოველი შემდგომი არჩევნები იქნება თავისუფალი, სადაც ყველა პარტიას, ყველა კანდიდატს ექნება სამართლიანი და თანასწორი უფლებები. მივმართავ საჯარო მოხელეებს, პოლიციაში ძალოვან სტრუქტურებს, ნებისმიერ უწყებაში – თქვენ ემსახურებით არა რომელიმე პარტიას ან მითუმეტეს რომელიმე პარტიის თავმჯდომარეს თუ საპატიო თავმჯდომარეს, არამედ ქართველ ხალხს. იმედი მაქვს, თქვენ ამ სამსახურს ჯეროვნად შეასრულებთ“,- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 40,9 % მიიღო, „ერთიანობა – ნაცმოძრაობამ“ 16,7 %, მელია-გვარამიას კოალიციამ 16,7 %, „ძლიერმა საქართველომ“ – 10,3% და გახარიას პარტიამ – 8,2 %.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა