ლევან ცუცქირიძე: “გადადგეს ბანდიტების მთავრობა! გათავისუფლდნენ უდანაშაულო ადამიანები! ჩატარდეს თავისუფალი !”

„თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ 26 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეებს შემდეგი “დემოკრატიული რიტუალის” ჯიუტად შესრულება შესთავაზა:
„ჩვენ გვჭირდება, რომ საქართველოს მოქალაქეების კიდევ უფრო დიდმა რაოდენობამ გადაწყვიტოს, რომ ჩვენ აღარ და ვეღარ ვიცხოვრებთ ძველებურად მანამ, სანამ არ აღვადგენთ დემოკრატიას ამ ქვეყანაში, არ გავათავისუფლებთ უდანაშაულოდ დაპატიმრებულ ადამიანებს და არ ჩავატარებთ ნამდვილად თავისუფალ არჩევნებს. ამისთვის მინდა შემოგთავაზოთ, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაამკვიდროს ერთგვარი ახალი, დემოკრატიული რიტუალი, რომელსაც ჯიუტად შევასრულებთ მანამ, სანამ ჩვენი მიზნები არ იქნება მიღწეული. შემიძლია ამ რიტუალისთვის სამი რამ შემოგთავაზოთ:
I. თითოეულმა მოქალაქემ კვირაში ერთი დღე მაინც აუცილებლად გაატაროს რუსთაველზე, საპროტესტო კერაზე ან სხვა ქალაქებში;
II. მხარი დაუჭირონ და დავაფინანსოთ ის მამაცი ადვოკატები, იურისტები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც იცავენ მართალ ადამიანებს და მათი ბრძოლის წყალობით მართალი სიტყვა ჯერ კიდევ ისმის ქვეყანაში;
III. შევუერთდეთ და გავაძლიეროთ დემოკრატიული, პატრიოტული, სამოქალაქო და პოლიტიკური ძალები იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი დემოკრატიის ფუნდამენტი ახლავე ჩავყაროთ და ის ისეთი ძლიერი იყოს, რომ ვერცერთმა ავტოკრატმა ვეღარ შეარყიოს“
ლევან ცუცქირიძის თქმით, საზოგადოება ერთი წლის განმავლობაში ითხოვდა ელემენტარულს – თავისუფალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. დღეს კი, მისი თქმით, საპროტესტო შეკრების მონაწილეები შეიკრიბნენ იმისთვის, რომ ყველამ ერთად, მათ შორის დაპატიმრებული ადამიანების სახელით, თქვან:
“გადადგეს ეს ბანდიტების მთავრობა! გათავისუფლდნენ უდანაშაულო ადამიანები! ჩატარდეს თავისუფალი ! ჩვენ ყველამ ერთისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და ერთმაც უნდა იბრძოლოს ყველასათვის. მინდა გთხოვოთ გავიმეოროთ ჩვენი ბრძოლის ახალი წესი: ერთი ყველასათვის, ყველა ერთისთვის, გამარჯვებისთვის, ბოლომდე გამარჯვებისთვის!“.
ფორუმი