ლევან შენგელია: თუ ბოლომდე ჩაიკითხავთ, ზუსტად მიხვდებით თუ რა არის ევროპელობა და რით განსხვავდება დანარჩენებისგან!

“ახლა რასაც გეტყვით, თუ ბოლომდე ჩაიკითხავთ, ზუსტად მიხვდებით თუ რა არის ევროპელობა და რით განსხვავდება დანარჩენებისგან!
1. ერთი კილო დაფასოებული თევზი 29 ლარი ღირდა მარკეტში. ვიყიდე ერთი პაკეტი და ის 29 ლარი გადავიხადე. ოღონდ, სახლში რომ მოვედი აღმოჩნდა, რომ პაკეტის წონა 890 გრამი იყო (ზედ ეწერა). ანუ მომატყუეს!
2. ელექტროსიგარეტი ( თუ როგორც ქვია) პირველად ვიყიდე გუშინ. აწერია რომ ექვსასი (600) ნაფაზია შიგ! დაახლოებით ორას ნაფაზში დაიცალა! ანუ, აქაც მომატყუეს! —– ხო არაფერი! ან თევზი რა არის და ან ის ელექტროსიგარეტი! მაგრამ რომ გვატყუებენ, რომ დაგვცინიან და გვამასხარავებენ ყოველ ფეხისნაბიჯზე, ამას რომ ვერ ვხედავთ, რომ ვერ ვგრძნობთ და რომ არ ვუნგრევთ თავ-ყბას ამ შეურაცხყოფის გამო , სწორედ ესაა რომ არც ევროპელები ვართ და არც კიდევ არაფერი! ——— გაიგეთ?! – კიდევ კარგი თუ გაიგეთ! თუ ვერ გაიგეთ – მაშინ სწორედ თქვენ გეხებათ!” – წერს სოციალურ ქსელში ანთროპოლოგი, ლევან შენგელია.

ასევე დაგაინტერესებთ