გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი და მომღერალი ლევან შელეგია:
მსოფლიოს მუსიკალური სამყარო შოკშია და ღიად უცხადებს სოლიდარობას პაატა ბურჭულაძეს.
ქართული მუსიკალური სამყარო დუმს, როგორც ყოველთვის ბოლო წლებში

Paata Burchuladze მუსიკალური მსოფლიო თქვენს გვერდით არის, მაესტრო!
1. პაატა ბურჭულაძეზე მეტად არავის არ გიყვართ და გვიყვარს საქართველო. შანსი არაა!
კაცმა სრულიად მშვიდი, კომფორტული, საყვარელი საქმით სავსე ბერლინი მიატოვა და თითქმის ერთი წელია ქუჩაში ცხოვრობს.
მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლო ყველაფერზე მეტად უყვარს და მისთვის უკეთესი მომავალი უნდა.
რამდენჯერ ვთხოვე ბერლინში დაბრუნება, რომ ემუშავა ისევ ჩვენთან, მაგრამ მოკლედ მპასუხობდა, რომ ახლა სამშობლოს სჭირდება მისი სამშობლოში ყოფნა.
2. პაატაზე მეტი სიკეთეც, არ მგონია, ვინმეს გქონდეთ გაკეთებული!
მას შეეძლო ბოლომდე დამტკბარიყო თავისი ვარსკვლავური ცხოვრებით, ეცხოვრა ზარ-ზეიმით ვენის პენტჰაუზში, მაგრამ არა – ოდითგან საქართველოსკენ იყო მომართული და ყველა კოლეგა ჩამოიყვანა ჩაბნელებულ სამშობლოში საყვარელი ხალხის დასახმარებლად.
3. რამდენ მუსიკოსს, მომღერალს დაგვეხმარა სრულიად უანგაროდ. თაობები აღზარდა და დააყენა გზაზე.
4. სადაც არ უნდა ჩავიდე მსოფლიოში, ყველგან მხვდება მისი დიდი, კაშკაშა რეპუტაცია. ყველა მომღერალი, რეჟისორი, თეატრი დიდი სიყვარულით და სიამაყით იხსენებს მასთან მუშაობას და მე თავზე მყვება, როგორც მის მოწაფეს.
5. პაატა ბურჭულაძე თან ის კაცია, რომელიც ყველას ყველაფერს გაპატიებთ, რადგან მის გულში ნაგვის ადგილი არ არის.
Paata Burchuladze მიყვარხართ, მაესტრო! ვამაყობ თქვენთან გატარებული ყოველი წუთით და მადლობა, რომ ხმის მქონე ადამიანისგან მუსიკოსი და მომღერალი გამომთალეთ