ლევან ყურაშვილი: 2012 წლიდან მოყოლებული, მარტო “ფეხბურთის განვითარების პროგრამით” დაიხარჯა 300 მილიონზე მეტი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ლევან ყურაშვილი:
სპორტში (ცხოვრებაშიც) ბევრი რამ არის გამართლებაზე.
გაგვიმართლა, რომ გამოჩნდნენ კვარაცხელიასა და მამარდაშვილისნაირი მოთამაშეები.
გაგვიმართლა იმაში, რომ უეფამ შექმნა ერთა ლიგა. რადგან საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპიდან ევროპაზე და მსოფლიოზე გასვლის შანსს, როგორც წესი, 2-3 ტურის შემდეგ ვკარგავდით და ვკარგავთ.
გაგვიმართლა, რომ ფეხბურთში VAR-ის სისტემა დაინერგა.
გაგვიმართლა, რომ ლუქსემბურგთან ნახევარფინალში, VAR-მა ეპიზოდს გადახედა, მსაჯმა ლუქსემბურგელებს გოლი გაუუქმა და იქეთ წითელი ბარათი მისცა.
გაგვიმართლა ფინალში, საბერძნეთთან (პენალტები ყოველთვის გამართლებაა).
გაგვიმართლა ევროპაზე, როცა მამარდაშვილმა სასწაული ბურთები მოიგერია ჩეხეთთან.
გაგვიმართლა, რომ ბოლო ტურში პორტუგალიას სატურნირო მოტივაცია არ ჰქონდა (თუმცა, თამაში ალალად მოვუგეთ).
უბრალოდ, შეუძლებელია სულ გაგიმართლოს.
და ეს იღბალიც სადღაც დასრულდა.
სტაბილური შედეგი გაქვს მაშინ, როცა იღბალს სისტემურ მუშაობას მიაყოლებ და რაღაც დონე სულ გიჭირავს.
საქართველოში “სისტემური მუშაობის” შედეგი იცით როგორია?
2012 წლიდან მოყოლებული, მარტო “ფეხბურთის განვითარების პროგრამით” დაიხარჯა 300 მილიონზე მეტი.
უეფას საკლუბო ფეხბურთის რეიტინგში კი 31-ე ადგილიდან ჩამოვედით 53-ზე.
55 ქვეყანაა სულ ამ რეიტინგში!
და ჩვენ ვართ 53-ე!
უელსს და სან მარინოს ვუსწრებთ მხოლოდ.
იცით რატომ?
იმიტომ, რომ ქართული ფეხბურთის “განვითარებაზეც” კოლექტიური ღარიბაშვილები და ქარსელაძეები “მუშაობენ.”
შეუძლებელია, ქვეყანაში ყველაფერი იყოს ცუდად და ფეხბურთი ყვაოდეს.
ლოგიკურია რაც ხდება.

ასევე დაგაინტერესებთ