ლევან ღამბაშიძე: ჯერ მოსკოვი-სოხუმის რეისის აღდგენაზე მისცეს თანხმობა, ხვალ რკინიგზა იქნება და მერე ვნახოთ

“ბევრი კითხულობს, თუ რა ტიპის სახელმწიფოს შექმნას გეგმავს ივანიშვილი საქართველოში და ვარიანტებად(რუსეთთან და ბელორუსთან ერთად) ხან ნეიტრალიტეტს ასახელებენ, ხან აზერბაიჯანს.
ნეიტრალიტეტი რომ ყველა ქვეყნის შემთხვევაში შესაძლებელი იყოს, ყველა ქვეყანა ნეიტრალური არ იქნებოდა? გიჟია ესპანეთი? ჩვენზე უფრო ძლიერიცაა და მტერიც არ ყავს ოფიციალური. რატომ არ აცხადებს ნეიტრალიტეტს?
აგერ ფინეთი იყო ნეიტრალური. ევროკავშირის წევრიც იყო და არმიაც საუკეთესო ჰყავს. რატომ გაწევრიანდა ნატოში? ომი უნდა? თუ პირიქით – უფრო მეტი მშვიდობის გარანტია მოიპოვა?
შვედეთიც ნეიტრალური იყო, მაგრამ ეგეც ნატოს წევრი გახდა შარშან. რატომ?
შვეიცარიის ნეიტრალიტეტი საერთოდ რა მოსატანია. ყველა მოქალაქეს საუთავებელი მაგიდის გვერდით აქვს იარაღი მიყუდებული და რო რამე მთელი მოსახლეობა ორ საათში ფეხზე დადგება საომრად, ტირილს კი არ დაიწყებს “აბა ომი გინდათო?”
საქართველოს განსაკუთრებულად ცუდი გამოცდილება აქვს ნეიტრალიტეტის. ნეიტრალიტეტიც გვქონდა გამოცხადებული და სპეციალურად სსრკ-სთან 1920 წელს ხელშეკრულებაც დავდეთ, მაგრამ 1921 წელს მაინც დაგვიპყრო რუსეთმა. არ მუშაობს ნეიტრალიტეტი რუსეთთან.
აზერბაიჯანს რაც შეეხება, ეს განსაკუთრებულად უტიფარი ვარიანტია.
აზერბაიჯანს მფარველობს ნატოს წევრი თურქეთი. აზერბაიჯანს აქვს ბევრი ნავთობი. აზერბაიჯანს ჰყავს ძალიან მაგარი არმია. აზერბაიჯანმა ცოტა ხნის წინ ომით დაიბრუნა დაკარგული ტერიტორია, რომელსაც ზურგს უმაგრებდა. აზერბაიჯანმა გუშინ ბაქოში “რუსული სახლი” დახურა და რუსეთის დუმის დეპუტატებზე საქმე აღძრა(თუ ბოდიშს ითხოვს).
ჩამოთვლითაგან რომელი აქვს ივანიშვილის რეჟიმს? მფარველი გვყავს ძლიერი, ჯარი გვაქვს საუკეთესო თუ საგარეო პოლიტიკა უპრინციპულესი?
ნეიტრალიტეტი კი არა, აგერ სომხეთს სამხედრო პარტნიორად ედგა რუსეთი და ის გადააგდო. ჯარი უდგას სომხეთში. სომხეთის დასაცავად. ასე ადგა და მისი ტერიტორიის დასაცავად თითიც არ გაანძრია.
ჩვენს ნეიტრალიტეტს აღიარებს და დაიცავს?
ამიტომ ჩვენთან არც ნეიტრალიტეტი გამოვა და არც აზერბაიჯანის მოდელი.
დასავლეთის უარყოფის შემდეგ რეჟიმისთვის მხოლოდ რუსეთთან სრული შეერთებაა ერთადერთი ვარიანტი. თან ესეც მხოლოდ ტერიტორიებზე უარის თქმის ფასად არის შესაძლებელი და ზუსტად ეგ პროცესი აქვს ოცნებას დღეს დაძრული. წინასაარჩევნოდ რომ კონსტიტუციის შეცვლას აანონსებდნენ, მაგ გეგმის ნაწილი იყო ეგეც. ჯერ მოსკოვი-სოხუმის რეისის აღდგენაზე მისცეს თანხმობა, ხვალ რკინიგზა იქნება და მერე ვნახოთ.
ხოდა ნუ მისცემთ საშუალებას რეჟიმის საყრდენებს, რომ ამ ფსევდოარგუმენტებით გელაპარაკონ. ნეიტრალიტეტიც და აზერბაიჯანიც ის მოდელებია, სადაც ქვეყანას დამოუკიდებლობა შენარჩუნებული აქვს და ამიტომ ცდილობენ ამ მოდელების წინწამოწევას.
სინამდვილეში ჩვენი სრული დამოუკიდებლობა მხოლოდ დასავლეთთან ინტეგრაცით არის შესაძლებელი და მასზე უარის თქმა მის სრულ დაკარგვას ნიშნავს,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჩხაიძე – მზია ამაღლობელს ყველა ის სიმპტომი აქვს, რაც ხანგრძლივ შიმშილობას უკავშირდება, გადაადგილება მისთვის მარტივი არ არის – 30 დღის შემდგომ, ყოველი დღე, სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლისა და გართულების ძალიან დიდი რისკია

პარლამენტთან დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებაში ბრალდებული არჩილ მუსელიანცი – ბრალს არ ვაღიარებ და არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებ არც სასამართლოსთან და არც პროკურატურასთან