: ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო გეგონოს, რომ საქართველოში რუსეთის მსახურება შეგრჩება. სადღა აუცილებლად მოგეკითხება

ფილოსოფოსი :
წამო გიორგი ვცემოთო, და რო გვცემოსო, და რას გვერჩისო.
რამდენიმე არგუმენტი ჰქონიათ რეჟიმის მხარდამჭერებს იმედის სანქციებთან დაკავშირებით: ა) ქართველს ქართველის ცუდი რატო უხარიაო, ბ) ძალაუფლების მოპოვების გულისთვის მხარს უჭერენ თანამოქალაქეების დასანქცირებასო, გ) თან რისი გულისთვის, რაღაცის თქმის გამოო?
ჩაგვრის ყველა შემთვევის ჩამოთვლას. არ დავიწყებ, რაც ჩვენ ბოლო ორი წელია გადავიტანეთ. და თუ სადმე სხვისი ჩაგვრისაგან გახარებული ადამიანი მინახავს, ეს ქოცები არიან. “ქუჩაში ვეღარ გამოყობთ თავს”, “ტროტუარზე დგომა სანატრელი გაგიხდებათ”, “კი, ამისთვის მივეცი ოცნებას ხმა რომ თქვენ ამოეძირკვეთ”…
თქვენ თუ ჩვენი ჩაგვრა არ გსიამოვნებთ, ერთხელ მაინც ამოგეღოთ ხმა, მაგრამ რადგან არ ამოიღეთ, გამოდის რომ გსიამოვნებთ. ხოდა დაანებეთ ამ უაზრო “ქართველო ქართველს ნუ მოკლავ” შეგონებებს თავი. ჩვენი მოკვლის შეკვეთა უკვე გაცემული გაქვთ და სიამოვნებითაც ადევნებთ თვალს როგორ ახორციელებს მას თქვენი პრემიერი.
ძალაუფლების მოპოვებაზე აქეთ ხელს ტყუილად იშვერთ. მათე დევიძეს უნდა ძალაუფლება? მზია ამაღლობელს უნდა? პატიმრების ოჯახის წევრებს უნდათ? როდემდე უნდა იტყუოთ თავი, რომ ვიღაცა ძალაუფლების გამო უპირისპირდება რეჟიმს. პარტია აღარ დარჩა რომლის წევრიც ან გაქცეული არ იყოს ან ციხეში არ იჯდეს. თუმცა კი, მართალი ხართ, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. ერთის მხრივ ხალხი ითხოვს კუთვნილ ძალაუფლებას, ჰქონდეს შესაძლებლობა თავად აირჩიოს ვინ მართავს და თავად განსაზღვროს საკუთარი ბედი, ხოლო მეორეს მხრივ რეჟიმი იბრძვის ძალაუფლებისთვის, რათა ბიძინა ივანიშვილს ცივი ნიავი არ უბერავდეს ამ ქვეყანაში. ხოდა ჩვენ ორში, რომელმა ჰქნა ყველაფერი, ძალაუფლებისათვის? ჩვენ, რომლებიც უბრალოდ ქუჩაში ვდგევართ თუ მათ, რომლებმაც წმინდა არ დატოვეს არაფერი სახელმწიფოში, რომელიც არ შებღალეს, ინსტიტუციებით დაწყებული, კულტურული მემკვიდრეობით გაგრძელებული და ადამიანის ჯანმრთელობითა და მათი კეთილდღეობით დამთავრებული.
კი, ოცნების რეჟიმი იბრძვის ძალაუფლებისთვის და ის აკეთებს პირდაპირი გაგებით ყველაფერს, რათა ძალაუფლება არ დაკარგოს.
რისი გულისთვის და იმის გულისთვის, რომ იმედის სრულიად ამორალურ პროპაგანდაზე დგას ოცნების ძალადობრივი რეჟიმი. უბრალოდ რომ ვინმე აგენტად გამოაცხადო და დაიჭირო, შეიძლება ვინმემ შეკითხვები დასვას, თუმცა თუ სამი წელი, ყოველ დღე ტელევიზორიდან გესმის, რომ ქვეყნის შიგნით აგენტები დაბოგინებენ, მერე აღარ გიკვირს რომ მთავრობა ვიღაცეებს იჭერს, სცემს და ქვეყნიდან აგდებს. მეტიც – უფლებასაც კი აძლევ მას ამის კეთებისათვის. ხოდა. იმედი უბრალო არხი კი არ არის, არამედ არის ოცნების პოლიტიკის საყრდენი, მისი ყველა სიბინძურისთვის საფუძვლის შემმზადებელი, პარტიის ერთ-ერთი განშტოება. შენ შეიძლება გეგონოს, რომ არაფერ შუაში ხარ, მხოლოდ სპორტზე, ცეკვებზე, რობომგელის ფორმაში გადაცმულ მურღულიაზე და სხვა უცნაურ და “აპოლიტიკურ” ამბებს უზიარებ მაყურებელს, მაგრამ სინამდვილეში ხომ ზუსტად იცი, რომ იმედზე ყველა გასართობი თუ აპოლიტიკური რამე პოლიტიკის მსახურებაშია, რათა ტელევიზორს მიაჯაჭვოს მაყურებელი, რომელიც შოუს დამთავრების მერე დიდი დოზით მიიღებს რუსულ სიგიჟეს ევროპის დაქცევის, დიფსთეითის ვერაგობისა და ქართველი “აგენტურის” შესახებ. ხოდა აი მაგის გულისთვის. ყველა ქმედებას აქვს შედეგი. ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო გეგონოს, რომ საქართველოში რუსეთის მსახურება შეგრჩება.
სადღა აუცილებლად მოგეკითხება და როცა ეს მომენტი დადგება, მინიმუმ გაკვირვება არ უნდა გამოხატო. შენც იცი, მეც ვიციი და ტრიფონმა იცის რისთვის მოფრინდა სანქციები.