“თქვენ გითხრეს, რომ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას გვთხოვდნენ და ამის ერთადერთ მტკიცებულებად (რომელიც საჯაროდ არცერთი არ არსებობს) მოჰყავდათ ის ამბავი, რომ ვიღაცამ ამათ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში მიერთება მოსთხოვა.
ანუ ის კი არა რომ სადმე რამე ფრაზა არსებობს რომელიც ადასტურებს რომ ბრიუსელი ამათ ომის დაწყებას უბრძანებს, არამედ არსებობს მსჯელობა: გვითხრეს სანქციებს შემოუერთდითო, რას იზამს ამაზე რუსეთი, გაბრაზდება, გაბრაზდება და დაგვიწყებს ომს, ამიტომაც სანქცია უდრის ომს და ამიტომ ომში ჩართვა მოგვთხოვეს.
ამ სისულელის დამადასტურებელი მტკიცებულებები რომ არ არსებობს, ეგ გვერდით გადადეთ: ამ დღეებში ევროკავშირმა განაცხადა, სანქციების ახალ პაკეტს ვიღებ და ყულევის პორტი დასანქცირდება თუ არ შეწყვეტს რუსული ტვირთის გატარებასო. ქოცები გაცვივდნენ და წერილობითი პირობა დადეს, რომ საქართველო რუსულ სანქცირებულ ტვირთს აღარ მოემსახურება. ანუ, დავმარცვლოთ: საქართველო შეუერთდა ევროპულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
ხოდა ომს იწყებს ივანიშვილი? ბოლოს და ბოლოს თავისი გაიტანა ბრიუსელმა? ცალ ფეხზე დადგა საქართველო? დიფსთეითმა მოიგო? თუ უბრალოდ გაირკვა რომ მთელი ეს “ომი მოგვთხოვეს” კამპანია სრული იდიოტობა იყო და ამდენი წელი უბრალოდ თქვენ გაშინებდნენ რათა ძალაუფლება შეენარჩუნებინათ?
ცოტა საწყენია არა?” – წერს ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში.




