ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
სანამ ზურა ჯაფარიძე ციხეში იჯდა, თქვენი ცხოვრება უკეთესი იყო? შვიდი თვე უკეთესად იცხოვრეთ, ვიდრე აქამდე ცხოვრობდით? ზურამ რომ შვიდი თვე ოჯახი ვერ ნახა, თქვენი ოჯახი ამით უფრო შეკრული და შეკოწიწებული იყო? უდანაშაულო ადამიანი რომ შვიდი თვე ვინმესთვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გამო ციხეში იჯდა, თქვენი სამართლიანობის შეგრძნება სრულ ჰარმონიაში იყო თქვენს ზნეობრივ პრინციპებთან?
და კი – თქვენი მდუმარე თანხმობით, თქვენი სახელით და თქვენი შიშების გამოყენებით იჯდა ზურა ციხეში. და კიდევ ბევრი ზის, და კიდევ ბევრი ჩაჯდება და სულ ყველა გარეთ გამოვა, ისეთივე მართალი, როგორიც იქ შევა.
თქვენ კი არ იქნებით მართლები, ისევე როგორც არ ხართ მართლები ზურას ოჯახთან, ყველა სხვა პატიმრის ოჯახთან და რაც მთავარია საკუთარ თავთან. ძალიან კარგად იცით ეს.




