ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
ყველაფერი დაივიწყეთ საერთოდ. “რეფორმის” დანარჩენი დეტალები დაივიწყეთ.
მხოლოდ ამ მონაკვეთს უსმინეთ და დააკვირდით რას ამბობს მოძრავი პროპაგანდა:
პირველ რიგში სიტყვა მობილობა ჩაანაცვლა სიტყვა მიგრაციით. მობილობა არის სტუდენტის შესაძლებლობა დროებით წავიდეს უცხოეთში სასწავლებლად. მიგრაცია არის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა დიდი ხნით. ეს ორი სხვადასხვა რამეა და მათი სინონიმებად გამოყენება არ შეიძლება.
თუმცა ეს არაფერია შემდეგ ხრიკთან:
ის ამბობს, რომ საქართველოში სკოლა თუ იქნება 11 წლიანი, ეს პრობლემა არ იქნება, ვიდაიდან ნებისმიერს შეეძლება დასავლეთში წასვლა, იქ მეთორმეტე კლასის დახურვა და შემდეგ სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელება.
რანაირად? ასე ხდება? ბევრს გაუკეთებია? ესე ხაშურიდან ადგები, მიდიხარ მაასტრიხტის რაღაც სკოლაში, ისინი მეთორმეტე კლასს გატარებენ და მერე აგრძელებ უნივერსიტეტში?
ასეთი რამე ხომ ათასი პროცენტით ტყუილია? ხომ იცით რომ ტყუილია? თავადაც ხომ იცის? წამყვანებმაც ხომ იციან?
ხოდა ამის პირიდან ამოსული თითოეული სიტყვა ზუსტად ასეთი ტყუილია.