: პიროვნულ დონეზე, ნინოს (რახან დავმეგობრდით და სახელებით მივმართავთ ერთმანეთს) მინდა ვუთხრა, რომ გავიგე მისი ძახილი. ამოვიკითხე რის თქმასაც ცდილობს და ადამიანურად ვუთანაგრძნობ იმ ვითარების გამო, რაშიც გაყო თავი

ფილოსოფოსი :
პიროვნულ დონეზე, ნინოს (რახან დავმეგობრდით და სახელებით მივმართავთ ერთმანეთს) მინდა ვუთხრა, რომ გავიგე მისი ძახილი. ამოვიკითხე რის თქმასაც ცდილობს და ადამიანურად ვუთანაგრძნობ იმ ვითარების გამო, რაშიც გაყო თავი. ალბათ პარალელურ სამყაროში კარგი ადამიანის სახელიც შეიძლება ჰქონოდა და ვხვდები როგორ განიცდის ამას.
რაც შეეხება მარინა აზამანცევას… 🙂
ტყუილია რომ სასამართლომ დაადასტურა რომ მე ვიცრუე. სასამართლომ თუ რამე დაადასტურა, არის ის, რომ სასამართლო ქართული ოცნებისაგან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. ერთი ნინო დათაშვილია კრიმინალი, ანდრო ჭიჭინაძე ბანდის წევრი, მზია ამაღლობელი უცხოეთის აგენტი და მე ცილისმწამებელი. რა თქმა უნდა არ ვცნობ თავს დამნაშავედ და ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ ყველგან, სადაც საჭიროა.
იმედი განმიმტკიცდაო 🙂 დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდება რომ უპასუხოდ არ დარჩება ამ ქვეყანაში, ეგ იმ ხალხს უმტკიცეთ, უცხოეთის აგენტებსა და დახელფასებულებს რომ უძახის თქვენი რეჟიმის ყველა წევრი ყოველ დღე.
კეთილშობილურ მიზნებსა და მორალურ ქმედებებს რაც შეეხება, გთხოვთ ამიხსენით, ძალაუფლების მქონე მილიონერი რომ მასწავლებელს ართმევს ფულს და კეთილ საქმეს მოახმარს, ეგ რანაირად არის მორალური ქმედება? 🙂 ეგ სწორი იქნებოდა ბავშვობაში “იდუჰ ნიბორ”-ი რომ წაგვეკითხა. მე კი მჯერა რომ საქართველოში მორალის უფრო სხვა, სწორი გაგებაა გავრცელებული.
და ყველაზე მეტად თანხა ვისაც სჭირდება, მათზე პირადად ჩემგან ამოღებული ფულით კი არ უნდა იზრუნოთ, თქვენივე მტკიცებით თქვენი პირდაპირი მოვალეობაა ეგ და მთელი ქვეყნის ბიუჯეტი გაქვთ ამისთვის ჩაბარებული. თუმცა აგერ თქვენივე პროკურატორას თუ დავუჯერებთ, კარგად ვხედავთ როგორაც ეპყრობა რეჟიმზე მომუშავე მსხვილ და წვრილფეხობა ქვეყნის ბიუჯეტს.
მეტს აღარაფერს ვიტყვი. ხალხი წლობითაა ციხეში გამოკეტილი და ეს შემთხვევა ორი საათითაც არ იმსახურებს საზოგადოების ყურადღებას.