ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
პაპუაშვილმა გუშინ მაგრა ჩააჭირა ჟურნალისტს, ყაველაშვილს შენს პრეზიდენტად თუ არ აღიარებ ამ ქვეყნის შვილი არ ხარო.
ჯერ ერთი, პარლამენტის თავჯდომარეა თუ მღვდელი თუ კარის მემატიანე? რაის “ამ ქვეყნის შვილი”? მოქალაქე – არის ტერმინი, რომლითაც პოლიტიკოსები უნდა ოპერირებდნენ. პაპუაშვილი განგებ იყენებს ამ ტერმინს, რომ მისი ამომრჩევლის ფსევდოპატრიოტულ სენტიმენტებს ჩააჭიროს. “ფსევდო” იმიტომ, რომ ქვეყნის გამყიდვლებისათვის სამშობლოს ცნება უცხოა.
მაგას რომ თავი დავანებოთ, ანუ ყაველაშვილი თუ არ მიგაჩნია პრეზიდენტად ქართველი არ ხარ? საქართველოს პრეზიდენტი და ქართველი ერი ასეთ ერთობაშია ერთმანეთთან? და თუ ეს ასეა, სააკაშვილი და ქართველი ერიც ასეთივე ერთობაშია და ამიტომ სააკაშვილის მიერ “დაწყებული” ომიც ქართველებს ბრალდება და არა მხოლოდ სააკაშვილის ხო? თუ მხოლოდ ყაველაშვილის ქართველობასთან გაიგივებაა მართებული და სხვა პრეზიდენტებს ეგ არ ეხებათ? თუ საყოველთაო არჩევნებით არჩეული სააკაშვილი ნაკლებად წარმოადგენდა ქართველ ერს, ვიდრე ყალბი პარლამენტის მიერ არჩეული რამდენიმე გაუგებარი “ხმოსანის” მიერ არჩეული ყაველაშვილი?