ლევან ღამბაშიძე: ნუ მისცემთ ამ ცოცხალ-მკვდარ ბოტებს და ტროლებს რაღაც ტყუილი ჰუმანიზმითა და ბოდვებით თქვენი დამუნათების საშუალებას

“ქოცებმა ს გამოცდილებით ისწავლეს, რომ მათი მთავარი პრობლემა აქტიური მოქალაქეები და ჟურნალისტები არიან.
ამიტომ გუშინ ღამე მიყარეს პარტაქტივი და თანამშრომლები აქტიური მოქალაქეების და ჟურნალისტების გასანეიტრალებლად.
როგორც ჩანს გზავნილებზეც უკვე ნამუშევარი ჰქონდათ.
“ჩვენ გვინდოდა სიკვდილი?!”
თითქოს რიტორიკული შეკითხვაა და თითქოს რა თქმა უნდა პასუხია არა.
მაგრამ:
აი თქვენ როგორც აქეთ გვისვამთ შეკითხვას “ომი გინდათ?” და გულისხმობთ რომ ომი გვინდა, ზუსტად ეგრევე გეთქმით მაქეთ რომ კი, გინდოდათ სიკვდილი. ჩვენთვის არ გერიდებათ ქვეყნის განადგურების, ხალხის ხოცვისა და ნგრევის სურვილის დაბრალება და ჩვენგან რატომ ითხოვთ რომ გაგიგოთ სიკვდილი რომ არ გინდოდათ? აი ამ მომენტში რო პროპაგანდისთვის მოიცალეთ ზუსტად მაგიტომ ხართ უსისხლო მკვლელები.
და რაც შეეხება იმას, ვის რა უნდა: სახლში რომ ბავშვი ფეხს იდგამს მაგიდის კუთხეებზე ამაგრებენ რბილ ქსოვილებს რომ არ წაიქცეს და თავი არ დაარტყას. იმიტომ, რომ ზრუნავს მშობელი ბავშვის უსაფრთხოებაზე.
და ვინ არის მოქალაქის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი? არავინ? რუსთაველზე ხალხის ცემით და დაჯარიმებით რომ კარგად არის დაკავებული, ეგ “მთავრობა” რას გეუბნებათ, რატომ ვჩაგრავ მაგ ხალხსო? თქვენი უსაფრთხოებისთვის ხო?
ხოდა ზუსტად მაგაშია საქმე: რუსთაველზე პროტესტი უშუალოდ რეჟიმს უქმნის საფრთხეს და იმიტომ ზრუნავს ასე ბეჯითად, ბათუმსა და სხვა ქალაქებში უყურადღებოდ დატოვებული მოქალაქე კი არ წარმოადგენს მისთვის საფრთხეს და ამიტომ მის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ფეხებზეც ჰკიდია.
ნუ მისცემთ ამ ცოცხალ-მკვდარ ბოტებს და ტროლებს რაღაც ტყუილი ჰუმანიზმითა და ბოდვებით თქვენი დამუნათების საშუალებას.
დიახ, მთავრობა რომელიც არ ზრუნავს მოქალაქის უსაფრთხოებაზე არის მკვლელი. დიახ, ყველა ვინც ამ მკვლელს ამართლებს მკვლელობის თანამონაწილეა. თუნდაც ეს გამართლება უბრალოდ მდუმარება იყოს,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .