ლევან ღამბაშიძე: ეს არ არის მშვიდობა. ეს არის რუსული მშვიდობა. მშვიდობა რუსული პირობებით. და ეს პირობაა მორჩილება, მონობა, ღირსების აყრა

“რუსეთმა 2008 წლის ომს საქართველოს წინააღმდეგ დაარქვა “მშვიდობის იძულება”.
დღეს რა არის ქართული ოცნების მთავარი სლოგანი? მართალია: მშვიდობა.
ოღონდ ეს არ არის მშვიდობა. ეს არის რუსული მშვიდობა. მშვიდობა რუსული პირობებით. და ეს პირობაა მორჩილება, მონობა, ღირსების აყრა.
ჩვენ აგვისტოში ომი არ წაგვიგია. ომს აგებ, როდესაც გამარჯვებულის პირობებს თანხმდები. რუსების პირობა ჩვენი სუვერენიტეტის გაქრობა იყო, რაც არ მომხდარა.
და ზუსტად ეგ არის ოცნების დაპირება. საბოლოო დამარცხება რუსეთთან. ამ დამარცხების გაფორმება.
და როგორ ფორმდება ეს დამარცხება? აი ასე:
იჭერ ყველას ვინც იბრძოდა ს წინააღმდეგ; კრძალავ ყველა პროევროპულ პარტიას; ჭრი ყველა ხიდს რომელიც ევროპასთან გაკავშირებს; ბოდიშს უხდი აფხაზებს და ოსებს, რითიც საკუთარ ბრალეულობას, ანუ მათ უფლებას აღიარებ ჰქონდეთ საკუთარი სახელმწიფო. ამის შემდეგ ფორმალურად რამე გაერთიანებაში შედიხარ რუსეთთან და ეგაა.
რავი, მიდით ოქტომბერში და მოაწერეთ საქართველოს კაპიტულაციას ხელი. უბრალოდ მართლა ნუ იფიქრებთ რომ ეს შეგრჩებათ. არავის არ შერჩენია. ყველაფერი იცვლება. ბიძინაც მოკვდება, პუტინიც, თქვენ კი საკუთარი სინდისი არ მოგასვენებთ აღარასდროს ამ ღია ღალატში მონაწილეობის გამო,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .
ცნობისათვის,  “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ,  ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “26 ოქტომბრის ს დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.”

ასევე დაგაინტერესებთ