ლევან ღამბაშიძე: და რას ნიშნავს, როდესაც ქვეყნის მმართველი ამბობს: “ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ!”? ეს პოლიტიკური განცხადებაა? ეს პოლიტიკოსის განცხადებაა? ეს მმართველის განცხადებაა?

ფილოსოფოსი :
გემახსოვრებათ ალბათ ტერმინი “ნულოვანი ტოლერანტობა”. ეს პოლიტიკური ტერმინია და ამა თუ იმ პოლიტიკის აღსრულების ხარსისხს ეხება.
მაგალითად სკოლაში ვანდალიზმისას შეიძლება მოსწავლეს გაუგო და არ დასაჯო მკაცრად. თუმცა თუ ვანდალიზმის შემთხვევები მომრავლდა, სწრაფი ეფექტისათვის შეგიძლია ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადო და პატარა გადაცდომისთვისაც გაყარო ბავშვები სკოლიდან.
იგივე ეხება ყველა კანონის აღსრულების, იქნება ეს ნარკომოხმარების, წვრილმანი ხულიგნობისა თუ სხვა დანაშაულების შესახებ არსებული კანონები.
რაც შეეხება თანაგანცდას ან თანაგრძნობას, ეს პოლიტიკური ან სამართლებრივი ტერმინები არ არის. უფრო მორალისა და ეთიკის, ზნეობრიობის სფეროდან არის. მაგალითად ქრისტიანობის მთელი ფილოსოფია თანაგრძნობაზე დგას. თანაუგრძნობ ყველას ვისაც შეეშალა, თანაუგრძნობ ყველას, ვინც დაიკარგა, თანაუგრძნობ ყველას, ვინც შენთან მიქარა, თანაუგრძნობ მტერსაც კი…
და რას ნიშნავს, როდესაც ქვეყნის მმართველი ამბობს: “ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ!”? ეს პოლიტიკური განცხადებაა? ეს პოლიტიკოსის განცხადებაა? ეს მმართველის განცხადებაა?
არა. ეს ამ ადამიანის ზნეობრიობის შესახებ გვიყვება ბევრ რამეს. და ვინაიდან მას ქვეყნის მმართველობაზე აქვს პრეტენზია, ეს გამონათქვამი ამ მმართველობის ზნეობრიობაზეც ბევრს ლაპარაკობს.
მმართველი, რომელიც საკუთარი მოქალაქეების მიმართ თანაგრძნობას კარგავს, არ შეიძლება იყოს მმართველი. არ შეიძლება ძალაუფლება ჰქონდეს ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს ადამიანთა ერთობის ქსოვილიდან ამოგლეჯს. ეს რომ ზნეობრივად მიღებელია, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ეს უბრალოდ ძალიან საშიშია. და არა მხოლოდ იმისთვის, ვინც დღეს არის სამიზნე. ასეთი მმართველობა თითოეული მოქალაქისათვის საშიშია.
საიდან ვიცით? ისტორიიდან. ჰიტლერი, სტალინი, მაო, მუსოლინი… ნებისმიერი აიღეთ და ნახავთ, რომ სწორედ პოლიტიკაში თანაგრძნობის განადგურების შედეგად მიაღწიეს იმას, რასაც მიაღწიეს. და თქვენ მათი მიღწევები მოგწონთ? ეჭვი მეპარება.
პ.ს. მართლმადიდებლობის შენარჩუნებას და დაცვას რომ გპირდებიან, გთხოვთ ამიხსენით, ანტიქრისტეს რომ დედამიწაზე მისი არმიისათვის სახელმწიფოს მშენებლობა გადაეწყვიტა, რას ათქმევინებდა მის მმართველს, თუ არა ამას: “”ნული თანაგრძნობა ადამიანების მიმართ!”

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – 4 ოქტომბერს ბოიკოტმა საღ აზრზე გაიმარჯვა, როცა ემოციები და იმედგაცრუება გადაივლის, ყველას გვექნება შეცდომების გააზრების შესაძლებლობა! ამ სადგურზე არ არის ჩვენი ბოლო გაჩერება! ბრძოლა გრძელდება!