: გუშინ პუტინმა განკარგულება გამოსცა, რომ თალიბანი რუსეთში აღარ ითვლება ტერორისტულ ორგანოზაციად. დღეს კობახიძემ თალიბებს უვიზო გაუფორმა

“საქართველოს მოქალაქეებს მინდა ვკითხო:
რა აუცილებლობამ, ეკონომიკურმა თუ პრაგმატულმა მიზეზმა განაპირობა ის, რომ ავღანეთის მოქალაქეები უვიზოდ შემოვლენ საქართველოში?
თალიბანის ქვეშ მყოფი ავღანეთი აყვავდა და ტურისტები შემოგვასკდებიან?
კულტურულად ვართ ძმური ხალხები და ეს ბარიერი ხელოვნური იყო?
პოლიტიკური ალიანსი გვაქვს და მეგობრული ჟესტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო?
კი. სწორი პასუხია აი ეგ ბოლო.
გუშინ პუტინმა განკარგულება გამოსცა, რომ თალიბანი რუსეთში აღარ ითვლება ტერორისტულ ორგანოზაციად. დღეს კობახიძემ თალიბებს უვიზო გაუფორმა.
კი – ჩვენ მოკავშირეები ვართ ყველასი, ვისი მოკავშორეც რუსეთია და მტრად ვაქციეთ ყველა, ვისაც მტრად მიიჩნევს .
და აი ამ სრულ სიგიჟეში ბოლომდე მიყვებით ვიღაცა კაცს, რომელიც ამას საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის აკეთებს?
თუ მართლა აპირებთ ზაფხულის ავღანეთში გატარებას?
ბელგიაა მტერი და თალიბები მეგობრები?
მართლა?” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა