“დღეს ვალერი გელაშვილის გამოკითხვაზე, ძალიან ბევრი ნიუანსი გამოვლინდა, რაც ქოცურ მენტალობას და ყოფას კარგად აღწერს:
ა) 13 წელი გავიდა მთავრობის შეცვლიდან და გელაშვილის საქმეები ჯერ კიდევ გამოუძიებელია;
ბ) რაც გამოიძიეს, ნაცების დროს აღძრულ საქმეზე იქ გელაშვილს რაღაცის გადახდა დაავალდებულეს. ანუ აღმოჩნდა რომ ნაცების დროს პროკურატურას სწორად ჰქონდა საქმე აღძრული;
გ) გელაშვილის საქმე ქოცების რეჟიმის ერთ-ერთი ცენტრალური პროპაგანდისტული საქმე იყო, მაგრამ როგორც კი კომისიაზე რაღაც გადაბრუნებულად დაიწუწუნა, ისევე მოექცნენ მას, როგორც გახარიას და სხვებს; თავისიანი მხოლოდ მანამდე, ვიდრე სრულ მორჩილებაში ხარ;
დ) გელაშვილს როდესაც ჰკითხეს, საქმეები რომ თაროზეა შემოდებული, მაგას რატომ არ ასაჩივრებო, ამან უპასუხა – ჩემს მთავრობას ხომ არ ვუჩივლებო. ასე უყურებენ სამართალს. ტიპი დაჩაგრულია, მაგრამ არ ჩივის, ვინაიდან თავისი მთავრობაა. არა და ჩივილი ღირსებასთან უნდა იყოს მიბმული და არა პარტიასთან.
ე) გელაშვილმა დღეს კამერების წინ, მთელი საქართველოს თვალწინ ე.წ. მთავრობას მისი საქმეებია მოგვარება სთხოვა. სასამართლოთი არა. აი ასე – მიუტანა საქმეები, უთხრა რო ასე მოპყრობას არ იმსახურებდა, ისიც უთხრა რომ ჩივილს აპირებდა… ხოდა აბა სხვა რა გზა რჩება? მაშინ რას ითხოვს? იმას, რასაც ყველა ქოცი ითხოვს “მისი” მთავრობისაგან – საქმეების ჯიგრულად მოგვარებას.
ხოდა ძალიან უცნაური კომისია გამოუვიდათ, როგორც ყველაფერი, რასაც ხელი მოჰკიდეს. სხვისი დანაშაულის გამოსააშკარებლად შექმნეს და ყველა სხდომა იმის მანიფესტაციაა, თუ რამდენად უსამართლო, სულმდაბალ, გარეწარ და მოღალატე რეჟიმთან გვაქვს საქმე.
მავნებლობასაც ისე ვერ აკეთებენ რომ თავად არ დაზარალდნენ,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.