“ორი კვირის წინ ვიყავი ქუთაისში და შევხვდი ქუთაისელ კარგ მოქალაქეებს. არ დავიწყებ იმის ახსნას რა ხალხზე მაქვს საუბარი.
ჩვენი შეხვედრა შედგა Andro Qarcidze– სახლში, რომელსაც ბატონი ანდრო უთმობს ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოებას შეხვედრებისთვის. არა მხოლოდ ეს. ამ შენობაში ტარდება ღია ლექციები, პრეზენტაციები და ასევე მოწყობილია პოდკასტი: https://youtu.be/81tuSc_rSv8?si=RIeXH2984KRNI6zt
ანდროს ძალიან დიდი გეგმები აქვს და როგორც თავად ამბობს ცხოვრების მიძღვნას აპირებს ქუთაისისთვის და საქართველოსთვის. ეჭვი არ მეპარება, რომ ის შეძლებს ძალიან დიდი ცვლილების შეტანას ამ ქალაქის ცხოვრებაში.
ერთ-ერთი სივრცე, რომლის მოწყობასაც ანდრო ეზოში აპირებს, არის თეატრი.
ეს იქნება ნახევრადღია სივრცე, სადაც მოეწყობა მცირე დადგმები, წიგნისა თუ პოეზიის კითხვის საღამოები და სხვა შეხვედრები, რომლებიც მსგავს სივრცეში შეიძლება გაიმართოს.
ჩვენი გაცნობის დღის მეორე დღეს ბატონი ანდრო აპირებდა კრედიტის აღებას თეატრის სივრცის მოსაწყობად.
მე მას ვთხოვე, რომ ეს არ გაეკეთებინა, რადგან მჯერა, რომ მის ამ წამოწყებას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ეყოლება საქართველოს მოქალაქეებს შორის.
ვიცი რომ დღეს რეჟიმი ჩვენს ფინამსურ მოხრჩობას ცდილობს. ვიცი რომ დღეს არავის გვილხინს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჩვენ საბოლოოდ წავაგებთ, როდესაც ერთმანეთს არ დავუდგებით გვერდში. მით უფრო, როდესაც საქმე საერთო ბრძოლას ეხება.
სადაც რეჟიმი ყველა სივრცედან გვდევნის, ახალი სივრცეების გაჩენა საუკეთესო გამოსავალია.
ხოდა მე ვცდი, დიდი ბოდიშის მოხდით, და გთხოვთ, რომ ანდროს წამოწყებას დავიდგეთ გვერდში.
სულ საჭიროა 18.245 ლარი. დეტალურ ხარჯთაღრიცხვას კომემტარებში ჩავაგდებ.
თუკი ეს იდეა მოგწონთ, ჩარიცხეთ თანხა ამ ანგარიშებზე. შეგროვების შემდეგ თანხას გადავცემ ბატონ ანდროს და მშენებლობის პროცესზეც მოგაწვდით მომავალში ინფორმაციას.
თიბისი – GE20TB5934445061600003
საქართველო – GE12BG0000000161499192
დანიშნულებაში გთხოვთ ჩაწეროთ – თეატრისათვის.
წინასწარ ძალიან დიდ მადლობას გიხდით თანადგომისთვის,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.