: “აბა კანონი არ აღრსრულდეს?!” – ეგ უტიფარი სისულელეები სახლში მოუყევით ერთმანეთს და ერთმანეთს უქნიეთ თავი, თითქოს გჯერათ, რომ ნამუსგარეცხილ ტყუილს არ ამბობთ

ფილოსოფოსი :
როდესაც ექიმი ხარ და კლინიკა ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფის ადამიანის მკურნალობას გიკრძალავს, ან ეს გადაწყვეტილება უნდა გააპროტესტო, ან სამსახურიდან უნდა წამოხვიდე.
როდესაც მასწავლებელი ხარ და ახალი რეგულაციით ბავშვის ცემის უფლებას გაძლევენ, ან ეს რეგულაცია უნდა გააპროტესტო სამსახურიდან უნდა წამოხვიდე.
როდესაც მოსამართლე ხარ და ახალი კანონის მიხედვით ქუჩაში დგომის გამო ადამიანის ციხეში გამოკეტვის უფლება გეძლევა, ან ეს კანონი უნდა გააპროტესტო, ან სამსახურიდან უნდა წამოხვიდე.
არ არსებობს ახსნა, განმარტება, ინტერპრეტაცია, სტრატეგია, ასეთი მიდგომა-ისეთი მიდგომა, რომელიც სამსახურის შესრულების დროს დაკანონებული ამორალური ქმედების ჩადენას გაამართლებს.
მორალი არის მორალი, კანონი კი ასეთი შეიძლება იყოს და შეიძლება არა. და თუ ის ასეთი არ არის, მაშინ მისი მიმღებიც და მისი აღმსრულებელიც ამორალურია.
ამიტომაც, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს ასეთი კანონის დაუმორჩილებლობის უფლება. ხოლო მოსამართლეს – ამის ვალდებულებაც, ვინაიდან პროფესიიდან გამომდინარე, მასზე სხვა მოქალაქეების ბედია დამოკიდებული.
დღეს საქართველოში მოსამართლემ, რეჟიმის ბრძანებით ორი(სამი გამხდარა) ადამიანი ციხეში გაუშვა ქუჩაში დგომის გამო.
შანსი არ არის ამ სირცხვილს ვერც ქართული სასამართლო, ვერც ივანიშვილის პარლამენტი და ვერც რეჟიმის სხვა რომელიმე წევრი ვერ ჩამოირეცხავს.
(“აბა კანონი არ აღრსრულდეს?!” – ეგ უტიფარი სისულელეები სახლში მოუყევით ერთმანეთს და ერთმანეთს უქნიეთ თავი, თითქოს გჯერათ, რომ ნამუსგარეცხილ ტყუილს არ ამბობთ)