მ იცრუა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში – ნინო წილოსანი

ლევან ღამბაშიძემ იცრუა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა! – წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში.
წილოსანის განცხადებით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მისი სარჩელი, რაც შეეხება ლევან ღამბაშიძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებულ თანხას, ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენებს.
მ იცრუა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა!!
დააკმაყოფილა რა სრულად ჩემი სარჩელი, ამით კიდევ ერთხელ განამტკიცა იმედი რომ არც ერთი დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდება უპასუხოდ არ დარჩება.
რაც შეეხება მორალური ზიანის ნაწილში მისთვის დაკისრებულ თანხას, მოხარული ვიქნები ჩემს სხვა საქველმოქმედო აქტივობებთან ერთად აღნიშნული თანხა მათ გადავცე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. იქნებ ამ მორალურად სწორმა ნაბიჯმა კიდევ ერთხელ დაანახოს ლევანს, რომ თავისი ძალისხმევა უფრო კეთილშობილურ და სწორ მიზნებს მოახმაროს,” – წერს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, ოპოზიციონერმა აქტივისტიმა, ლევან ღამბაშიძემ, ნინო წილოსანის ოჯახის მისამართით გააჟღერა ბრალდება, თითქოს, წილოსანის ოჯახმა ბიუჯეტიდან ფული მოიპარა. სასამართლომ ღამბაშიძეს 10 000 ლარის ოდენობით თანხის გადახდა დააკისრა.

ასევე დაგაინტერესებთ

თვალყურს ვადევნებდი, როგორ მოიგო ბიძინა ივანიშვილმა მორიგი პროცესი, მაგრამ აღსრულების ნაწილში ლიბერალ-ფაშისტები ყურადაც არ იღებენ მსოფლიო დონის ინსტანციების სამართლებრივ ვერდიქტებს

პრემიერი Credit Suisse-ის საქმეზე – ეს იყო ძარცვის საქმე, რომელიც დაიწყო 2008 წლიდან და ჰქონდა აშკარა პოლიტიკური საფუძველი, ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ აქვს გაკეთებული განცხადება, რომ ვერავითარი შანტაჟი მას ვერ აიძულებს ქვეყნის წინააღმდეგ გადადგას რაიმე ნაბიჯი