ლევან ქარუმიძე ტარიე ჰელანდის მიერ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაზე: დეზინფორმაცია არჩევნების კიდევ ერთი უარმყოფლისგან, შეგიძლიათ იხილოთ რეალური პრეზენტაცია ეკრანზე

ლევან ქარუმიძე ტარიე ჰელანდის მიერ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაზე: დეზინფორმაცია ს კიდევ ერთი უარმყოფლისგან, შეგიძლიათ იხილოთ რეალური პრეზენტაცია ეკრანზე
დეზინფორმაცია არჩევნების კიდევ ერთი უარმყოფელისგან, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან ქარუმიძე, ნორვეგიელი კომუნიკაციების კონსულტანტის, ტარიე ჰელანდის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც „შემაშფოთებელი ნაბიჯი“ უწოდა პარლამენტის თავმჯდომარე, ს პრეზენტაციაში გამოყენებულ საქართველოს რუკას, სადაც ოკუპირებული რეგიონები ნაცრისფრად არის გამოყოფილი.
ლევან ქარუმიძის თქმით, ყველა ქართულმა მედიასაშუალებამ მიიღო პრეზენტაციის ციფრული ვერსია, სადაც რეალურად ჩანს, როგორ გამოიყურება რუკა. ქარუმიძე აღნიშნავს იმასაც, რომ კამერები თეთრ ფონზე ნაცრისფერს კარგად ვერ აღიქვამენ.
„დეზინფორმაცია არჩევნების კიდევ ერთი უარმყოფლისგან. როგორც აქ ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ სადა თეთრი კვადრატი წარმოადგინა. საქართველოში ყველა მედიამ მიიღო ეს პრეზენტაცია ციფრული ფორმით. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ რეალური პრეზენტაციის ეკრანი. კამერებს არ მოსწონთ ნაცრისფერი თეთრ ფონზე“, – წერს ლევან ქარუმიძე X-ზე.
ოპოზიციის დეზინფორმაციასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის მიერ გამართულ ბრიფინგზე, ერთ-ერთ სლაიდში საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები ნაცრისფრად არის აღნიშნული იმის საილუსტრაციოდ, რომ ამ რეგიონებში, ოკუპაციის გამო, “ქართულ ოცნებას” დელეგატები არ ჰყოლია, ამ სლაიდს ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება

ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას