ლევან ფანცულაიას მორიგი ტრიუმფი ინდოეთში

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, ლევან ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა ინდოეთში გამართული ჭადრაკის საერთაშორისო ფესტივალი “KCA's International Chess Festival God's Own Country's 1st GM International (Category-A)”.
ფანცულაიამ 10 ტურში 8.5 ქულა დააგროვა და პირველობა გაიყო ტეგინ ტოლოგონთან () ერთად, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით გამარჯვება ლევანს ხვდა წილად.
აღსანიშნავია, რომ ფანცულაია ბოლო ერთ თვეში ინდოეთში გამართულ ტურნირებზე სამჯერ პირველ, ხოლო ერთხელ მეორე ადგილზე გავიდა.
ტურნირის მეორე ქართველი მონაწილემ, თორნიკე სანიკიძემ, 7 ქულით XI–XXII ადგილები გაინაწილა.
შეჯიბრებაში მონაწილეობდა 16 ქვეყნის 235 მოჭადრაკე.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში