ლევან ტიელიძე: იალბუზის მყინვარების შემცირება 1960-1986-2020 წლებში, რომელიც ნათლად აჩვენებს კავკასიონის მყინვარების დნობის ტენდენციას (ვიდეო)

“იალბუზის მყინვარების შემცირება 1960-1986-2020 წლებში, რომელიც ნათლად აჩვენებს კავკასიონის მყინვარების დნობის ტენდენციას.

1960-2020 წლებში კავკასიონის მყინვარების საერთო ფართობი 1675 კვადრატული კილომეტრიდან 1061 კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა.

მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ 2000-2020 წლებში მყინვარების შემცირება 4-ჯერ მეტია, ვიდრე ეს იყო 1911-1960 წლებში, 3-ჯერ მეტი, ვიდრე იყო 1960-1986 წლებში, და 2-ჯერ მეტი ვიდრე ეს იყო 1986-2000 წლებში. უპრეცედენტო კლება დაფიქსირდა 2014-2020 წლებში,” –  წერს წერს სოციალურ ქსელში გლაციოლოგი,  და ვიდეოებს გვიზიარებს.