ლევან სუთიძე, ტაბულას მთავარი რედაქტორი:
ორი დღეა ვაკვირდები შალვა რამიშვილის, პოსტივისა და იმედის წარმომადგენელთა ტანტრუმს.
ეს იცით რისი ბრალია? საკუთარი პროპაგანდის მსხვერპლი არიან.
მართლა დაიჯერეს, რომ ვიღაც შარვალზე მიფსმულ სპიკერს რომ მოთხრი რესტარანში, დააგდებ ეთერში და ათქმევინებ, რომ “არა შიჩიმა მსოფლიო საჩვენოდ იცვლება” და “ბრიტანეთი ის ბრიტანეთი აღარაა” და “ამერიკა იძირებას” დონის სირობებს აყბედებ, ეს მართლაც ასე მოხდება, რომ შეძახილი ხეს გაახმობს, რომ ეს ბოდვა კი არ არის, რომელსაც მაყურებელს აჭმევ, არის პრაქტიკული სახელმძღვანელო. მერე სინამდვილე ერთიანად შემოიჭრება ხოლმე და სახეს მიგიჩექმს. ყველას მოგვსვლია ეს.
ენა შეაჩვიეს, გაიგე? :დ აი, ვიღაცა გური ზის და ნება-ნება ტატყანებს რაღაცას DASAVLUR CIVILIZACIAZE. გეგონება დუნიაზე რამე იცის.
ანუ ხალხმა დაიჯერა, რომ შეუძლიათ პლანეტას ელაპარაკონ ისე, თითქოს სუპერსახელმწიფო ვართ და გორში ბირთვულ კობინებს ვეფერებით.
მერე უცბად ჩამოჰკრავს ხოლმე უბედურების ზარი, სახემიჩექმილზე გამოფხიზლდებიან, დაარტყამთ ქამდაუნის ისტერიკა, იქამდე, სანამ ისევ დაუყრის ლაინებს რომელიმე სწორხაზოვანი, დებილი იურისტი ბიძინას მსახურთა პლეადიდან და თავს მიიკაიფებენ იდეით, რომ სადღაც ამას შეატრიალებენ.
რესტორანში რომ გაძიძგნი ხბოს ხორცსა და დამწნილებულ ნიყვს (ნეტა სად იშოვეს ზამთარში?) დიდი ბრიტანეთი მართლა პატარა კი არ ხდება, ხალხო.
ჯერ სად ხართ.
ეს თითების გატკაცუნებაც არ არის.




